2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს - კვირის პალიტრა

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს

მსოფ­ლიო რაგ­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 2026 წლის 20-წლამ­დელ­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­დე­ბა. რაგ­ბის ახალ­გაზ­რდა ტა­ლან­ტებს თბი­ლი­სი­სა და ქუ­თა­ი­სის სტა­დი­ო­ნე­ბი უმას­პინ­ძლე­ბენ.

ეს უკვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა, როცა სა­ქარ­თვე­ლო პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­რაგ­ბო ტურ­ნი­რის მას­პინ­ძე­ლი იქ­ნე­ბა. 2017 წელს, პირ­ვე­ლად ვუ­მას­პინ­ძლეთ 20-წლამ­დელ­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­შიც და სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზეც დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია.

2026 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი კი­დევ ერთი ფაქ­ტით იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - მო­ნა­წი­ლე გუნ­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 11-დან 16-მდე გა­იზ­რდე­ბა. ეს ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, სა­კუ­თა­რი თვა­ლით იხი­ლოს რაგ­ბის ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი.

მო­მა­ვალ წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა ის 11 გუნ­დი, რო­მე­ლიც ჩვენს 20-წლამ­დე­ლებ­თან ერ­თად, ამ­ჟა­მად, იტა­ლი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე 20-წლამ­დელ­თა ჩემ­პი­ო­ნატს თა­მა­შობს - სამ­ხრეთ აფ­რი­კა, საფ­რან­გე­თი, ახა­ლი ზე­ლან­დია, ინ­გლი­სი, არ­გენ­ტი­ნა, ავ­სტრა­ლია, უელ­სი, იტა­ლია, ირ­ლან­დია, შოტ­ლან­დია და ეს­პა­ნე­თი. მათ და­ე­მა­ტე­ბა 4 ქვე­ყა­ნა, რომ­ლებ­მაც წინა წლის ალა­ფა­ზე მო­წი­ნა­ვე ად­გი­ლე­ბი და­ი­კა­ვეს. ესე­ნი არი­ან - ფიჯი, აშშ, ია­პო­ნია და ურუგ­ვაი.

მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით 2026 წლის 20-წლამ­დელ­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს. თი­ბი­სი­სა და ქარ­თუ­ლი რაგ­ბის ათწ­ლი­ა­ნი პარტნი­ო­რო­ბა წარ­მა­ტე­ბით გრძელ­დე­ბა და გვჯე­რა, სტუმ­რებ­სა და გულ­შე­მატ­კივ­რებს და­უ­ვი­წყარ გა­მოც­დი­ლე­ბას შევ­თა­ვა­ზებთ.

თი­ბი­სის­თვის, რო­გორც ახა­ლი თა­ო­ბის მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რის­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს ჩემ­პი­ო­ნა­ტი ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე თა­ვის გა­მო­ჩე­ნი­სა და ახა­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის მიღ­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა.

#ერ­თად­გა­ვი­მარ­ჯვებთ

R