"ამბობს, რომ ხმა მეუბნება, მოკალი დედა... ესმის ხმები და ამ ხმების ფონზე იცინის" - ცნობილი მკვლევარის გულახდილი ინტერვიუ შვილის უმძიმეს დიაგნოზზე - კვირის პალიტრა

"ამბობს, რომ ხმა მეუბნება, მოკალი დედა... ესმის ხმები და ამ ხმების ფონზე იცინის" - ცნობილი მკვლევარის გულახდილი ინტერვიუ შვილის უმძიმეს დიაგნოზზე

ამ თე­მა­ზე, რა­ზეც უნდა ვი­სა­უბ­როთ, ხში­რად არ სა­უბ­რო­ბენ. პა­რა­ნო­ი­დუ­ლი ში­ზოფ­რე­ნია არის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენს სი­ნამ­დვი­ლე­ში არ­ცთუ იშ­ვი­ა­თია, რაც თა­ვად პა­ცი­ენ­ტი­სა თუ მისი პატ­რო­ნის­თვის უმ­ძი­მე­სი რამ არის.

ანა მი­ქა­ძე-ჩიკ­ვა­ი­ძეს სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გორც ქარ­თუ­ლი ყვე­ლის ის­ტო­რი­ის მკვლე­ვარს ასე იც­ნო­ბენ, თუმ­ცა ბევ­რმა ალ­ბათ არც იცის, რა რთუ­ლი პრობ­ლე­მის პი­რის­პირ უწევს ცხოვ­რე­ბა. მას ამის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მა­ში უსა­უბ­რია, მათ შო­რის, ექიმ გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის გა­და­ცე­მა­ში. ის უმ­ძი­მე­სი დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტის დე­დაა.

ანა მი­ქა­ძე-ჩიკ­ვა­ი­ძე:

- ლუ­კას 5 წლის ასაკ­ში უშაქ­რო დი­ა­ბე­ტი და­უდ­გინ­და - და­ი­წყო სტრე­სით, ნა­თე­სა­ვე­ბის ბავ­შვებ­მა ტყე­ში გა­ი­სე­ირ­ნეს, ერ­თმა­ნეთს აში­ნებ­დნენ, - მგე­ლი მო­დი­სო... სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა 5 წლის ლუ­კამ წყა­ლი მო­ი­თხო­ვა და 20-ლიტ­რი­ა­ნი ბი­დო­ნი და­ცა­ლა. დე­და­ჩემ­მა აღელ­ვე­ბულ­მა და­მი­რე­კა, - მგო­ნი, და­ვი­ღუ­პეთ, ბავ­შვმა 20 ლიტ­რი წყა­ლი და­ლია და კი­დევ ითხოვს... დი­აგ­ნო­ზი მა­შინ­ვე და­უს­ვეს - ეს იყო უშაქ­რო დი­ა­ბე­ტი და ისიც მი­თხრეს, რომ არ იყო მარ­ტი­ვი და­ა­ვა­დე­ბა.

- შემ­დგომ რო­გორ წა­რი­მარ­თა ლუ­კას გან­ვი­თა­რე­ბა?

- იყო პრობ­ლე­მე­ბის მთე­ლი კრე­ბუ­ლი - უშაქ­რო დი­ა­ბე­ტის ფონ­ზე და­ი­წყო ზრდა­ში ჩა­მორ­ჩე­ნა. რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვი ლუ­კაც მკვირ­ცხლი იყო. ასე­ვე ნა­თე­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო, ნი­ჭი­ე­რი, კარ­გად ხა­ტავ­და, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და ზედ­მე­ტად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი. ის ზედ­მე­ტი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი მიგ­ვაჩ­ნდა, რომ მისი ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბა იყო. ამას რა­ღაც ტი­პის აშ­ლი­ლო­ბად არ მი­ვიჩ­ნევ­დით... მინ­და, ყვე­ლას ვუ­თხრა, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­დებს, რომ არ გა­მორ­ჩეთ არც ერთი ნი­უ­ან­სი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იმ ასაკ­ში ზუს­ტად ძა­ლი­ან ჰგავ­დეს ფსი­ქი­კურ აშ­ლი­ლო­ბას. ახლა, რო­დე­საც წარ­სულს თვალს ვავ­ლებ და კად­რებს უკან ვაბ­რუ­ნებ, ის დიახ, გახ­ლდათ აშ­ლი­ლო­ბა. ყვე­ლაფ­რის მი­მართ, რაც მის პი­როვ­ნე­ბას ეხე­ბო­და, აგ­რე­სი­უ­ლად იყო გან­წყო­ბი­ლი. ის ყვე­ლა­ფე­რი - უშაქ­რო დი­ა­ბე­ტი, ზრდა­ში ჩა­მორ­ჩე­ნა უგ­როვ­დე­ბო­და და სა­კუ­თარ თავ­ში კე­ტავ­და. შემ­დეგ უკვე, რაც ში­ზოფ­რე­ნი­ა­ზე წა­ვი­კი­თხე, კლა­სი­კუ­რი ასა­კი 19 წე­ლია (და­ა­ვა­დე­ბა ბოლო დროს ძა­ლი­ან გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბუ­ლია. ამ ტი­პის აშ­ლი­ლო­ბე­ბი 15-14 წლის ბავ­შვებ­საც აქვთ).

ლუ­კამ 19 წლის ასაკ­ში გა­მო­ავ­ლი­ნა, როცა თეთ­რი მა­ი­სუ­რი ჩა­იც­ვა, გა­რეთ აღარ გა­ვი­და და სახ­ლში ჩა­ი­კე­ტა. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი, გა­რეთ აღარ გა­დი­ო­და... მინდა, მშობ­ლებ­მა იცოდ­ნენ, რომ ამ და­ა­ვა­დე­ბის ერთ-ერთი ნი­შა­ნია ისიც, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ჩა­ი­კე­ტე­ბა და კონ­ტაქ­ტი არა­ვის­თან უნდა, ყვე­ლას გა­ურ­ბის. ამის გამო ოჯა­ხი ფრთხი­ლად უნდა იყოს და ეს ნი­შა­ნი არ უნდა გა­მორ­ჩეს. ის ჯო­ჯო­ხე­თი, რო­მე­ლიც ფსი­ქი­კურ აშ­ლი­ლო­ბას მო­აქვს, ჯო­ჯო­ხე­თია რო­გორც პა­ცი­ენ­ტის­თვის, ასე­ვე ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის. ლუ­კას დი­აგ­ნო­ზი ხომ პა­რა­ნო­ი­დუ­ლი ში­ზოფ­რე­ნი­აა, ამი­ტომ ხში­რად მიგ­რძნია, რომ მა­გა­ლი­თად, ცუ­დად უყუ­რებს ვი­ღა­ცის გავ­ლას. მოკ­ლედ, სულ სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო, რომ რა­ი­მე კონ­ფლიქტზე არ წა­ვი­დეს. ამ დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ემო­ცი­ებს ვერ მარ­თა­ვენ, ამი­ტომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ისეთ რა­ღა­ცა­ში გა­და­ი­ზარ­დოს, რომ ყვე­ლას­თვის სა­ვა­ლა­ლო იყოს და პირ­ველ რიგ­ში - მის­თვის და გა­რე­მოც­ვის­თვი­საც. გააგრძელეთ კითხვა