“ავტომობილი არხში ჩავარდა… მცირეწლოვანი ბავში წყლით დაფარულ მანქანაში იხრჩობოდა“ - რა მოხდა ბოლნისში?
ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი და ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ 2 დღის წინ ბოლნისში ავტომობილი არხში ჩავარდა და მცირეწლოვანი ბავშვი იხრჩობოდა:
"უფლის წყალობა ამას ჰქვია. 2 დღის წინ ბოლნისში ავტომობილი არხში ჩავარდა 2 დაშავებულის გარდა მცირეწლოვანი ბავში წყლით დაფარულ მანქანაში იხრჩობოდა, საბედნიეროდ იმ წამსვე მანდ აღმოჩნდა ამწე კრანი და მალე უშველს დაშავებულებს. ბავშვი მანდ მყოფებმა ბოლო წამში ხელოვნური სუნთქვის საშვალებით სასწაულებრივად გადაარჩინეს" - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი და ვიდეოს ავრცელებს.