(VIDEO) დამაჯერებლად და ვადაზე ადრე - ლაშა გურულმა "უემბლიზე" ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა!
ქართველმა მოკრივემ ლაშა გურულმა ლონდონში, ლეგენდარულ უემბლის სტადიონზე ბრიტანელი ჯეიმს ფრენცისი დაამარცხა.
ბრძოლა ოთხი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და ამ პერიოდის განმავლობაში ლაშა მეტოქეს უმძიმეს დარტყმებს აყენებდა, საპასუხოდ კი ფრენცისი ვერაფერს ახერხებდა. მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ, ბრიტანელი მებრძოლი დანებდა და ლაშამ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ გურულის კუთხეში UFC-ის ქართველი მებრძოლი, ალექსანდრე თოფურია გახლდათ. გააგრძელეთ კითხვა