"მას ქმარი და ორი შვილი ჰყავს... ახლახან 2-მილიონიანი სახლი იყიდეს" - რა არის ცნობილი ქალზე Coldplay-ს კონცერტის სკანდალური ვიდეოდან
Astronomer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდი ბაირონმა, თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც მისი რომანი კომპანიის HR დეპარტამენტის უფროსთან, კრისტინ კაბოტთან, Coldplay-ის კონცერტზე გამჟღავნდა.
ინციდენტმა სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ბაირონის ქორწინებისა და კომპანიის რეპუტაციის ირგვლივ უამრავი კითხვა გააჩინა.
როგორ დაიწყო ყველაფერი?
ყველაფერი Coldplay-ის კონცერტზე დაიწყო, სადაც ტრადიციულად, დიდ ეკრანზე მაყურებლებს აჩვენებენ და მათ კოცნას სთხოვენ. ამჯერად, კამერამ VIP-ლოჟაში მყოფი ჩახუტებული წყვილი დააფიქსირა. მოულოდნელად, წყვილმა უკან დაიხია და სახეების დამალვა სცადა, რამაც Coldplay-ის სოლისტის, კრის მარტინის, ყურადღება მიიპყრო. მარტინმა იხუმრა: "ძალიან მორცხვები არიან. იმედია, ცუდი არაფერი ჩაგვიდენია“.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ეკრანზე ასახული მამაკაცი Astronomer-ის აღმასრულებელი დირექტორი ენდი ბაირონი იყო, ხოლო მასთან ერთად მყოფი ქალბატონი - კრისტინ კაბოტი, კომპანიის HR-ის ხელმძღვანელი. კონცერტზე გადაღებული ვიდეო სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში და მილიონობით ნახვა დააგროვა. გასაკვირი არ არის, რომ ვიდეო ბაირონის მეუღლემაც ნახა. გააგრძელეთ კითხვა