"დაჯდომის ნებართვა მიიღო, თუმცა კონტროლიორებისთვის აღარ უპასუხია" - ახალი დეტალები ავიაკატასტროფაზე, რა დროსაც ქართველი მეცნიერი ოკეანეში ჩავარდა
რამდენიმე დღის წინ, ქართველი მეცნიერი ცოტნე ჯავახიშვილი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. მისი თვითმფრინავი კალიფორნიაში დაფრენის ნებართვის მიღებიდან რამდენიმე წუთში ოკეანეში ჩავარდა.
ცოტნე ჯავახიშვილი 2014 წლის Cessna T240 Corvalis TTx-ის ტიპის თვითმფრინავს მართავდა, რომელიც მსოფლიოში ცნობილ ამერიკელ მეცნიერ პიტერ შულცს ეკუთვნოდა. ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს (NTSB) ოფიციალურმა წარმომადგენელი Daily Mail-ს ავიაკატასტროფის შესახებ ესაუბრა და დაუდასტურა, რომ ბორტზე ციტნე ჯავახიშვილის გარდა სხვა არავინ იმყოფებოდა.
ტრაგიკული ფრენის დეტალებიერთძრავიანი თვითმფრინავი სან-დიეგოს ოლქის რამონას აეროპორტიდან აფრინდა და მონტგომერი-გიბსის აეროპორტისკენ გაემართა. ოფიციალური პირების თქმით, ჯავახიშვილი დაუკავშირდა ასაფრენი ბილიკის საკონტროლო კოშკს და დაჯდომის ნებართვა 13:55 საათზე მიიღო, თუმცა კონტროლიორებისთვის აღარ უპასუხია. გააგრძელეთ კითხვა