(VIDEO) ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "ბარსელონას" კალათბურთელია - კვირის პალიტრა

(VIDEO) ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "ბარსელონას" კალათბურთელია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია საკლუბო კარიერას ევროლიგის 2-გზის ჩემპიონ "ბარსელონაში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაცია "ბლაუგრანამ" სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა. ქართველმა "ბარსელონასთან" ხელი 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა.

შენგელია აქამდე ესპანეთის ჩემპიონატში 2014/2020 წლებში, "ბასკონიას" რიგებში ასპარეზობდა, სადაც ბრწყინვალე სეზონები ჩაატარა და კლუბს ლიგა ენდესას მოგებაში დაეხმარა.

თორნიკე 2022 წლიდან "ვირტუსის" ღირსებას იცავდა, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, გასულ სეზონში თოკო ევროლიგაში საშუალოდ 15.6 ქულას, 5.0 მოხსნასა და 2.7 პასს აგროვებდა.

"ბარსელონა" გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის პლეი-ოფის მეოთხედფინალში "უნიკახასთან" 1:2 დამარცხდა, ევროლიგაზე კი ასევე მეოთხედფინალში "მონაკოსთან" სერია 2:3 დათმო და ტურნირზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.