ვინ იძალადა უკრაინელ მოდელზე და რა მოხდა სინამდვილეში - გოგონა, რომელიც ყველას დუბაის სასტიკი წვეულების მსხვერპლი ეგონა, საკუთარ ისტორიას ჰყვება
"შესაძლოა, გადამაგდეს. ან მცემეს. დაზიანებები ცემას, ან დაცემას ჰგავდა"
დუბაიში, გზის პირას ნაპოვნი უკრაინელი OnlyFans-ის მოდელი, რომელიც მძიმედ იყო დაშავებული, პირველად ჰყვება მის მიმართ განხორციელებული შემზარავი ძალადობის შესახებ.
20 წლის მარია კოვალჩუკი 19 მარტს გზის პირას აღმოაჩინეს საშინელი დაზიანებებით, მათ შორის მოტეხილი ხერხემლითა და დამტვრეული კიდურებით. გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს და რამდენიმე კვირა კომაში იყო.ამჟამად მარია ნორვეგიაში გადის რეაბილიტაციას და რუს ჟურნალისტ ქსენია სობჩაკთან ინტერვიუში დუმილს არღვევს.
ინტერვიუში მარიამ განმარტა, რომ ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც დუბაიდან ტაილანდში ფრენა გამოტოვა ჩაძინების გამო. სასტუმროდან გამოსვლისას ის შემთხვევით შეხვდა რუს მამაკაცს, რომელიც ერთხელ კარაოკე ბარში ჰყავდა ნანახი.
მარიას მდგომარეობის გაგების შემდეგ, მამაკაცმა ის თავის ოთახში დაპატიჟა და უთხრა, რომ ტაილანდში მის კერძო თვითმფრინავით ერთად გაფრინდებოდნენ. მამაკაცს სამი მეგობარი ახლდა – ერთი მამაკაცი და ორი ქალი.
"ოთახში ავედით. ბიჭები ნახევრად ფხიზლები იყვნენ, წვეულებიდან ახალი მოსულები. საერთო ჯამში, მთელმა დღემ კარგად ჩაიარა. ვსაუბრობდით, განვიხილავდით ჩვენს ტაილანდურ მოგზაურობას. დედასაც კი დავურეკე, ვუთხარი, რომ ყველაფერი კარგად იყო, ბიჭები ნორმალურები იყვნენ. მათ თანდასწრებით დავრეკე, უსაფრთხოებისთვის".
მეორე დღეს ყველაფერი შეიცვალა, როდესაც მამაკაცებმა მის მიმართ აგრესიულად მოქცევა დაიწყეს."ძლიერ ალკოჰოლს სვამდნენ, მაგალითად, ვისკის. გამიბრაზდნენ, მეჩხუბებოდნენ თუ რატომ არ ვსვამდი. შემდეგ იყო აგრესიული ხელის კვრა, ვითომ ხუმრობდნენ: "შენ ჩვენ გვეკუთვნი. რასაც გვინდა, იმას გიზამთ". ვცადე, ეს ხუმრობად მიმეღო, რადგან ნამდვილად უცნაური იყო. შეუსაბამოდ დაიწყეს მოქცევა, ბოთლებს ამსხვრევდნენ იატაკზე. ამის შემდეგ წაიღეს ჩემი პირადი ნივთები, მათ შორის პასპორტი".
მარიამ დაამატა, რომ მამაკაცები "მიანიშნებდნენ", რომ მასთან სექსი უნდოდათ, რაზეც მან უარი თქვა.
სიტუაციის გამწვავებისას მარიამ გაქცევა სცადა, მაგრამ თქვა, რომ მამაკაცებმა ის უკან, ოთახში შეათრიეს. როდესაც ისინი აივანზე გავიდნენ, მან მოახერხა გაქცევა და ახლომდებარე სამშენებლო მოედანზე დაიმალა. შემდეგ მამაკაცებმა იპოვეს და "სცემეს“, - ამბობს მარია.