კოლაფსი რუსეთში და პარალიზებული მოსკოვი - "ეს რა შარში გაგხვია პუტინმა..."
კოლაფსი მოსკოვის აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებში - უკრაინული კამიკაძე-დრონების საპასუხო შეტევებმა რუსეთის დასავლეთ ნაწილში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა მოშალა...
უკრაინის მოსახლეობა მეოთხე წელია გრძნობს თუ რა არის ფართომასშტაბიანი და დაუნდობელი ომი, როდესაც რუსული რაკეტებისა და დრონების მასობრივი თავდასხმების სამიზნე ყოველი ღამე ხდება...
თუმცა ამ ომის მონაწილე მეორე მხარის, რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის „სადღაც შორს, უკრაინაში“ მომდინარე ომი ნაკლებად საინტერესო გახლდათ, მაგრამ ახლა სიტუაცია კარდინალურად იცვლება და რუსეთის მილიონობით მოქალაქე უკვე თავის თავზე განიცდის ომის თანმდევ პრობლემებს, მათ შორის საჰაერო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით უსაფრთხო გადაადგილებასთან დაკავშირებით...
ომის დაწყების დღიდან უკრაინაში ავიარეისები გასაგები მიზეზის გამო სრულიად შეწყდა, თუმცა რკინიგზა და ავტოტრანსპორტი საკმაოდ ინტენსიურად ფუნქციონირებს, მიუხედავად ხშირი დაბომბვებისა.
რუსეთმაც თავის მიერვე დაწყებული ომის პირველი დღიდანვე დაკეტა საკუთარი 11 აეროპორტი,განთავსებული უკრაინის საზღვრების სიახლოვეს და ავიარეისების ახალი მარშრუტი შემოვლითი გზით, ყაზახეთის საჰაერო სივრცის გავლით გახსნა.
მაგრამ, ამ დროში გაჭიანურებულ ომში უკრაინულ მხარესაც გამოუჩნდა შორსმფრენი კამიკაძე-დრონების გაზრდილი მარაგი იმისთვის, რომ უკვე ყოველ ღამით თავადაც შეუტიოს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, მათ შორის თავად მოსკოვის მიმართულებით.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ აგიჟებს ილჰამ ალიევი პუტინს - აზერბაიჯანის მოწოდება უკრაინელებისთვის და... ქართველებისთვისაც
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა ბევრად უფრო ძლიერი და მრავალრიცხოვანია და ის ახერხებს მოიგერიოს მისი დედაქალაქისკენ გეზაღაებული უკრაინული კამიკაძე-დრონების შეტევები (თუმცა ამ ომის ისტორიას ახსოვს უკრაინული დრონების „სტუმრობა“ კრემლის თავზეც), მაგრამ ყველაფერ ახლავს თანმდევი შედეგები...
მოსკოვისკენ გეზაღებული უკრაინული კამიკაძე-დრონების აღმოჩენისთანავე ცხადდება Ковер-ის რეჟიმი, რაც ითვალისწინებს იმ საჰაერო ზონაში მფრენი ყველა სამგზავრო თვითმფრინავისა და შვეულმფრენის სასწრაფო დაშვებას უახლოეს აეროდრომებზე, ხოლო თავად აეროპორტები კი იკეტება, წყდება ავიარეისების შესრულება, სანამ რუსული საჰაერო თავდაცვა ნებას არ დართავს...
შესაბამისად, მარტო მოსკოვის ხუთ საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ასეული ავიარეისის გაურკვეველი ვადით გადავადება ხდება. აეროპორტების მოსაცდელ დარბაზებში ათი ათასობით მგზავრი გროვდება, რომელთა უკმაყოფილება ლოდინის ყოველსაათს გეომეტრიული პროგრესიით იზრდება...
უკრაინულ მხარეს კი აუღელვებლად შეუძლია მორიგი კამიკაძე „ლიუტები“ მოსკოვისკენ გააფრინოს ორ-სამ საათიანი ინტერვალით, ისე,რომ „კოვიორის“ რეჟიმი მოსკოვის აეროპორტებში მუდმივად გაგრძელდეს...
ავიარეისების ხშირი გადადების გამო,რუსეთის მოქაქლაქეების ნაწილმა გადაწყვიტა მატარებლებით ჩაეღწია შავი ზღვის კურორტებამდე, მაგრამ აქაც არ გაუმართლათ-50-მდე სამგზავრო შემადგენლობა შეჩერდა იმიტომ, რომ უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა დონის როსტოვთან წერტილოვანი დარტყმა განახორციელა სარკინიგზო ინფრაქტრუქტურაზე და მის აღდგენას დრო სჭირდება...
ყველაზე ჭკვიანებმა ხელი ჩაიქნიეს რუსულ ავიახაზებსა და რკინიგზაზე და საკუთარი ავტომობილებით გამგზავრება გადაწყვიტეს ანექსირებული ყირიმის პლაჟებზე და რეკორდიც დაამყარეს...საცობის რეკორდი-ყირიმის ხიდზე 22 კმ-იან საცობში 1 700-მდე მანქანაა გაჭედილი...
ამ რეკორდული საცობის წარმოქმნას ისიც უწყობს ხელს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს პანიკურად ეშინიათ უკრაინელების ახალი შეტევებისა ყირიმის ხიდზე და ამიტომაც მასზე გამავალ ყოველ ავტომობილს გულმოდგინეთ ამოწმებენ და სპეციალურ სკანერშიც კი ატარებენ, ყირიმის ხიდი პირველად ხომ სწორედ ტრაილერის ტვირთში შენიღბულმა ტონობით ტროტილმა ააფეთქა.
რუსეთის დასავლეთ ნაწილში მოწყობილი სატრანსპორტო კოლაფსი, როგორც საჰაერო და სარკინიგზო, ისე ნაწილობრივ საავტომობულო გადაადგილებებზე,ძალზე უარყოფითად მოქმედებს არა მარტო რუსეთის ეკონომიკაზე, არამედ იწვევს მილიონობით რუსეთის მოქალაქის გაღიზიანებასა და დიდ უკმაყოფილებას და თუკი „ზეპატრიოტი“ რუსები ყველაფერში მაინც უკრაინას ადანაშაულებენ, მატულობს იმ რუსების რიცხვიც, რომლებიც ომის მეოთხე წელს თავის თავს უსვამენ კითხვას - რათ გვინოდა ეს ყველაფერი,რა შარში გაგვხია პუტინმა... მაგრამ ამ კითხვების ხმამაღლა დასმას ისინი ვერ ბედავენ, თუმცა ესეც ეტყობა ჯერჯერობით...