სტიქიის შემოტევა - ბახმაროში მდინარე ადიდდა და გზებზე ნაშალი მიწა და ხე-ტყე ჩამოიტანა
ბახმაროში სტიქიამ პრობლემები შექმნა. უფრო კონკრეტულად, ძლიერი წვის გამო, მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარემ კურორტთან დამაკავშირებელ გზებზე ნაშალი მიწა და ხე-ტყე ჩამოიტანა, რის გამოც გადაადგილება პრობლემური გახდა.
ამ დროისთვის ბახმაროსთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდა მიმდინარეობს.
ბახმაროს გარდა, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ლენტეხსა და ცაგერში, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
"ინტერპრესნიუსი"