"ბოდიში ხვიჩა კვარაცხელიას, ბოდიში ქართველებს!." - უზრდელმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბოდიში მოიხადა
ჟურნალისტმა გაეტანო იმპარატომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადასვლისათვის Canale 8-ზე ციგანი უწოდა, რის გამოც კლუბმა აკრედიტაცია გაუუქმა, ტელეკოპანიამ კი განაცხადა, რომ მას სტუმრად აღარასოდეს მიიწვევენ.
იმპარატო მიხვდა, რომ მიჰქარა და „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტით კვარაცხელიას, მის ოჯახს და ქართველებს ბოდიში მოუხადა, რომლებსაც უნებურად აწყენინა.
ის წერს, რომ სერიოზული დიალექტიკური შეცდომა დაუშვა ფეხბურთელის მიმართ, რომელსაც გულშემატკივრები სამართლიანად მიიჩნევენ „ნაპოლის“ მესამე სკუდეტოს ერთ-ერთ არქიტექტორად, ეს განზრახ არ გაუკეთებია, დანაშაული უნდა ბოდიშის მოხდით გამოისყიდოს, მომავალში უფრო დაუკვირდება რასაც იტყვის, მსგავსი რამ არ განმეორდება, შეცდომისგან კი არავინაა დაზღვეული.
SPORTALL.GE