"ბოლოს და ბოლოს ჩვენი წინაპარი ერეკლე მეორეა თუ ლაბუბუ?" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ლეკიანობა რუსთაველზე - ამასაც მოვესწარით, რუსთაველზე საპროტესტო აქციას თავს დაესხნენ დაღესტნიდან ჩამოყვანილი რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც თან ახლდნენ ქართველი "პოლიციელები".მეტი რაღა უნდა დაგამციროთ მოძალადეებმა, რომ საბოლოოდ გაბრაზდეთ და ხელი მძლავრად შეუბრუნოთ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში დღისით მზისით გისწორდებიან რეჟიმის ეგიდით მოქმედი გადამთიელები, ბოლოს და ბოლოს ჩვენი წინაპარი ერეკლე II-ა თუ ლაბუბუ?"- წერს მიხეილ სააკაშვილი.