"თვი­თონ, სან­დრას და ჩემი ცოდ­ნის გა­რე­შე, მი­მარ­თა გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ­მა ჟურ­ნალ­მა მისი სა­ხე­ლიც კი არ ახ­სე­ნა, რა­მაც ედუ­არ­დი ძა­ლი­ან გა­ა­ნა­წყე­ნა" - რას წერს შვილზე მიხეილ სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

"თვი­თონ, სან­დრას და ჩემი ცოდ­ნის გა­რე­შე, მი­მარ­თა გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ­მა ჟურ­ნალ­მა მისი სა­ხე­ლიც კი არ ახ­სე­ნა, რა­მაც ედუ­არ­დი ძა­ლი­ან გა­ა­ნა­წყე­ნა" - რას წერს შვილზე მიხეილ სააკაშვილი?

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი, ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უფ­რო­სი შვი­ლის, ედუ­არ­დის შე­სა­ხებ წერს. ედუ­არდს გუ­შინ, 21 ივ­ლისს და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და და ის 30 წლის გახ­და.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი:"გუ­შინ ჩემს პირ­ველ შვილს, ედუ­არდს 30 წელი შე­უს­რულ­და. ის ნი­დერ­ლან­დებ­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სფე­რო­ში, სა­დაც წარ­მა­ტე­ბებს აღ­წევს. ედუ­ჩა ყო­ველ­თვის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო წარ­მა­ტე­ბა­ზე.

სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში, თვი­თონ, სან­დრას და ჩემი ცოდ­ნის გა­რე­შე, მი­მარ­თა გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­ვი­და კო­მი­სია, რო­მელ­მაც და­ა­რე­გის­ტრი­რა მის მიერ ბა­თუმ­ში მსოფ­ლიო რე­კორ­დის დამ­ყა­რე­ბა IPAD-ზე ყვე­ლა­ზე სწრა­ფად ბეჭდ­ვა­ში.

მა­შინ TIME-ის პირ­ველ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა მოკ­ლე შე­ტყო­ბი­ნე­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვაჟ­მა და­ამ­ყა­რა ახა­ლი მსოფ­ლიო რე­კორ­დი".

ამ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ­მა ჟურ­ნალ­მა მისი სა­ხე­ლიც კი არ ახ­სე­ნა, რა­მაც ედუ­არ­დი ძა­ლი­ან გა­ა­ნა­წყე­ნა. ის ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და, რომ ჩემ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ეღ­წია ყვე­ლაფ­რის­თვის.

ჩემი შვი­ლო­ბა არას­დროს არ იყო ად­ვი­ლი, სკო­ლის წლებ­ში ბევ­რი თა­ნა­ტო­ლის­გან, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი ოჯა­ხე­ბის ქო­ცუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის გავ­ლე­ნის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ბევ­რი წა­მო­ძა­ხე­ბა აი­ტა­ნა. თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, სკო­ლის სა­უ­კე­თე­სო კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლად აღი­ა­რეს.

შემ­დეგ წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა კო­ლე­ჯი ამე­რი­კა­ში, სა­დაც შეხ­ვდა თა­ვის უმაგ­რეს მე­უღ­ლეს ადი­ნას, და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია ნი­დერ­ლან­დებ­ში და ახლა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლია ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის, ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მეც­ნი­ე­რე­ბა­ში. არ სწყდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, online ლექ­ცი­ებს უტა­რებს აქ სტუ­დენ­ტებს, თა­ვი­სი­ვე შექ­მნი­ლი კურ­სით.

მე ვა­მა­ყობ ედუ­არ­დით! ის გა­ი­ზარ­და სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტად, უკი­დუ­რე­სად წე­სი­ერ, მოკ­რძა­ლე­ბულ და წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნად!" - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.