76 წლის ასაკში გარდაიცვალა მომღერალი ოზი ოსბორნი
ინგლისური როკ-ჯგუფ Black Sabbath-ის სოლისტი, ოზი ოსბორნი, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია გარდაცვლილის ოჯახმა გაავრცელა.
მისი ოჯახის განცხადებაში ნათქვამია: „სიტყვებით გადმოცემაზე მეტი მწუხარებით გაცნობებთ, რომ ჩვენი საყვარელი ოზი ოსბორნი დღეს დილით გარდაიცვალა. ის ოჯახთან ერთად იყო სიყვარულით გარშემორტყმული. ყველას ვთხოვთ, ამ დროს პატივი სცენ ჩვენი ოჯახის პირად ცხოვრებას.“
მომღერალს პარკინსონის დაავადების დიაგნოზი 2019 წელს დაუსვეს.