კილომეტრიანი საცობი ლარსზე: რა ხდება საზღვართან - "ეშინიათ, რომ კონცერტს ვერ მიუსწრებენ და ზოგიერთმა უკვე დაიწყო ბილეთების გადაყიდვა"
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ყაზბეგის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან (ზემო ლარსი), რიგია.
"გასული ღამის 01:30 საათიდან 08:00 საათამდე საზღვარი გადაკეტილი იყო ღვარცოფის საფრთხის გამო. ამ ხნის განმავლობაში ჩრდილოეთ ოსეთში, საქართველოს სამხედრო გზაზე, დაახლოებით ათასი მანქანა დაგროვდა. ამჟამად მოძრაობა განახლდა, თუმცა რიგი ნელა მიიწევს. სინოპტიკოსების პროგნოზებიც არ არის დამამშვიდებელი: რეგიონში 22 ივლისის შტორმია შესაძლებელი" - წერს მედია.
განსაკუთრებული მღელვარება ტურისტულ ჩატებშია: ბევრი თბილისში ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე მიემგზავრება, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს. ადამიანებს სერიოზულად ეშინიათ, რომ ვერ მოასწრებენ და ზოგიერთმა უკვე დაიწყო ბილეთების გადაყიდვა.
სუპერვარსკვლავი ქართველი მსმენელის წინაშე დღეს "დინამო არენას" სტადიონზე 21:30 საათზე წარდგება.