"შენ არ ხარ გოჭი. შენ ხარ ინტერნეტ ლომი" - ანა დოლიძისა და გია ჭანტურიას დაპირისპირება
"შენ არ ხარ გოჭი. შენ ხარ ინტერნეტ ლომი" - ასე მიმართავს პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ დირექტორს, გია ჭანტურიას და შესაბამის პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"შენ არ ხარ გოჭი. შენ ხარ ინტერნეტ ლომი, რომელიც მაშინ როდესაც სასამართლო პროცესზე უნდა იყოს და იცავდეს სამშობლოს და პოლიტპატიმრებს, კომპიუტერთან ზის კონდიცირების ქვეშ და ჩემზე პოსტავს.
რა ვქნათ, შენ ხარ შალვა რამიშვილის ძმაკაცი, რომელსაც კამათში გაჯობე ერთხელ ეთერში და ეგ ვერ მოინელე.
კედელიც დაკეტილი გაქვს, ჭეშმარიტი ვაჟკაცივით დაზიანებული მამაკაცური ეგოს გამო მაინც არ ღირს სასამართლო კლანის პროპაგანდის გამეორება. პირდაპირ შალვას ხაზია ეგ", - წერს ანა დოლიძე.