"არ მჯერა ხალხო, რაც იკადრა... ვიკიპედიაში რაები ჩამიწერა ნახეთ" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე" წერს, რომ მის შესახებ ქართულ ვიკიპედიაში გამოქვეყნებულ ცნობებში ცვლილებებია შეტანილი:
"არ მჯერა ხალხო რაც იკადრა... ვიკიპედიაში რაები ჩამიწერა ნახეთ. გაკოჭეთ ეს, ვინც ახლოს ხართ...


ვიღაცამ შეცვალა ჩემი მონაცემები ვიკიპედიაზე და სახელი ნანუკა (ნანა) ჟორჟოლიანი დაწერა ზუსტად ისე, როგორც წერია თეა წულუკიანის სარჩელში. ჩემი გვერდის ჩასწორება გაკეთებულია ზუსტად იმ დროს, როცა ავთანდილ წულუკიანის მამის ინფორმაციის წაშლაა მოთხოვნილი... არ მჯერა...

წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.