"ჩემს ვიკიპედიაზე თავდამსხმელი ამ სიტყვით არის დაჭრილი და ეს ჭრილობა იმდენად მძიმეა, სასოწარკვეთამდეა მისული.... საქმე გვაქვს უმძიმეს რეალობასთან"
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მორიგ პოსტს ვიკიპედიაში ასახულ ცვლილებებზე:
"დავლაგდი, როგორც იქნა და გაირკვა დრო, თარიღი, ადამიანები.David1010 მიყვარხარ იცოდე, ძალიან მადლიერი ვარ შენი. ჩემი ვიკიპედია თავისუფალია მაჯლაჯუნებისგან. ახლა ცოტა უფრო სერიოზულად. ჩემს ვიკიპედიაზე კიბერ შეტევა მოხდა დღეს, დილის საათებში. დაახლოებით იმ დროს ემთხვევა ავთანდილ წულუკიანის ვიკიპედიის გაწმენდა, რომ დაიწყო. მაღლაკი, გეიგე, პირადი ცხოვრება, სიტყვა მიტოვება და აი სიტყვა მიტოვებამ ყველაფერი ნათელი გახადა. ჩემს ვიკიპედიაზე თავდამსხმელი ამ სიტყვით არის დაჭრილი და ეს ჭრილობა იმდენად მძიმეა, სასოწარკვეთამდეა მისული. მხოლოდ მიტოვებულ ადამიანს შეუძლია ასეთი გაბოროტება და თან, ქალური გაბოროტება. დატოვებულს კი არა, მიტოვებულს. ხუმრობა, ღლიცინი ერთი, მაგრამ საქმე გვაქვს უმძიმეს რეალობასთან. ეს უკიდურესი ფსკერია, საშიშია, საზოგადოებისთვის საშიშია. აქ უნდა იყოს დიდი ტექსტი, არანაკლებ საინტერესო სხვისი პირადი ცხოვრებით, აწმყოთი თუ წარსულით, ლევილის ისტორიებით, მაგრამ არ იქნება. ამ ფსკერზე უბრალოდ არ ჩავყვები. თავიდან მიხაროდა გავაშიშვლე- თქო, მაგრამ ამდენიც არ მინდოდა. ხვალიდან გაგაცნობთ საინტერესო ამბებს 92/96 წლებში სიკვდილით დასჯილი ადამიანების შესახებ" - წერს ჯორჟოლიანი.
"არ მჯერა ხალხო, რაც იკადრა... ვიკიპედიაში რაები ჩამიწერა ნახეთ" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?