"სისუფთავე მიყვარს, სახლსაც ვუვლი და თავსაც" - 100 წელს მიღწეული რაჭველი ეთერი ბებოს სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო
ეთერი სხირტლაძე - კანთელაძე რაჭაში, ლუხუნის ხეობაში, სოფელ ლიხეთში ცხოვრობს. მართალია, თავად ამბობს 98 ი- ს ვარო, თანაც მტკიცებულებად უძველეს დაბადების მოწმობას იშველიებს, თუმცა მისსავე შთამომავლობას თუ დავუჯერებთ, ამ საბუთში არც დაბადების წლის აღმნიშვნელი თარიღია მართალი, არც თვე და რიცხვი...
"პასპორტში 5 იანვარი მიწერია,მაგრამ ისე აგვისტოში ვარ დაბადებული..." - გვეუბნება ის. საუბარში მისი შვილთაშვილი, 16 წლის ნინი ერთვება: "ჩემს დიდ ბებიას დაბადების დღე კი არა, დაბადების თვე აქვს, აგვისტო რომ იწყება, სულ მაგის დაბადების დღეა" ( იცინის). ჰოდა, რაღაა დარჩენილი აგვისტომდე, ambebi.ge ქალბატონ ეთერს რაჭაში ესტუმრა.
ეთერ სხირტლაძე - კანთელაძე:
ბედნიერებაა ამოდენა მონაგარს რომ ესწრები, ვხედავ შვილთაშვილებს, მათ შვილებს, რომლებიც ძალიან კარგები არიან. ოთხიდან ორი შვილი აღარ მყავს, ქმარიც ცოცხალი აღარ არის, მაგრამ სიკვდილი მაინც არ მინდა. რაც არ უნდა თქვა, სიცოცხლე და სული ტკბილია. უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი სიცოცხლეს, ამაზე დიდი საჩუქარი არაფერია.
- მაინც რამხელაა თქვენი მონაგარი, შვილები, შვილთაშვილები და იმათი შვილები სულ რამდენია?
- თქვენ დათვალეთ! (იცინის და იქვე მყოფ 88 წლის შვილს და შვილთაშვილს ეუბნება, რომ თვლაში დაეხმარონ... ისინიც მონდომებით ითვლიან და იცინიან, - მგონი, ჩვენც აგვერიაო. მერე მეუბნებიან, - ბევრი ვართ, მარტო შვილთაშვილების და მათი შვილების რაოდენობა 23 - ს უტოლდებაო - ე.ა.).
ქალბატონო ეთერ, რა არის თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო?
- აქამდე არ მიფიქრია ამაზე... ადრე საქმეს როგორ ჩქარაც ვაკეთებდი, ისე დღეს ვეღარ ვაკეთებ და ვგრძნობ, რომ დიდი დრო გავიდა... ჩქარა ვერ ვაკეთებ, თორემ ისე მაინც ბევრს ვმუშაობ. ერთი ის არის, რომ ყურთასმენა დამიქვეითდა, ესეც იმ საძაგელმა კორონამ დამიტოვა... წაიკითხეთ ვრცლად