"მაკრონის უგუნური გადაწყვეტილება, 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა" - მარკო რუბიო - კვირის პალიტრა

"მაკრონის უგუნური გადაწყვეტილება, 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა" - მარკო რუბიო

ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გეგმას, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფო აღიაროს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ეს უგუნური გადაწყვეტილება მხოლოდ ჰამასის პროპაგანდას ემსახურება და მშვიდობას აფერხებს. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა“, - აცხადებს რუბიო.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"