"კადიროვი ზღვაში შევიდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და  წყალში იხრჩობოდა..." - რა მოხდა ბოდრუმში?! - კვირის პალიტრა

"კადიროვი ზღვაში შევიდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და  წყალში იხრჩობოდა..." - რა მოხდა ბოდრუმში?!

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი კინაღამ ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა ქალაქ ბოდრუმში მოხდა, სადაც კადიროვი ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ისვენებდა.

უცხოური მედიის ცნობით, კადიროვი ზღვაში შევიდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და წყალში იხრჩობოდა. ეს სასტუმროს პერსონალმა შეამჩნია, მათ სასწრაფო დახმარება და მაშველები გამოიძახეს. პლიაჟზე კადიროვს პირველი დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი კერძო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ჩეჩნეთის ხელმძღვანელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კადიროვი კლინიკიდან უკვე გაწერეს. ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.