სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდება - კვირის პალიტრა

სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდება

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის, ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის, ღირსების ორდენით დაჯილდოვდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, მამაკაცთა შორის ხმლით ფარიკაობის ფინალში ბაზაძემ ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი 15:9 დაამარცხა.

სანდრო ბაზაძე ასევე არის ევროპის ორგზის ჩემპიონი და ევროპული თამაშების გამარჯვებული. თბილისში ფარიკაობის მსოფლიო 22 ივლისიდან მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"