ფოტოები სოფი ლორენის ვაჟის ქართული ქორწილიდან - მარიამ შარმანაშვილმა და კარლო პონტიმ ჯვარი დაიწერეს
რამდენიმე დღის წინ ცნობილი დირიჟორის, კარლო პონტის, რჩეული, მარიამ შარმანაშვილი, AMBEBI.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საკუთარ წინასაქორწინო სამზადისსა და ცხოვრებისეულ გზაზე საუბრობდა. წინასაქორწინო წვეულება სასტუმრო "ტბებზე" გაიმართა, სადაც მარიამმა უახლოეს მეგობრებს უმასპინძლა.
მაშინ მარიამმა გვითხრა, რომ წყვილი ორ ქორწილს გეგმავს,ჟენევაში და საქართველოში. "მეორე ქორწილი სექტემბრისკენ იგეგმება ჟენევაში. იქ გვექნება ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია, სადაც მხოლოდ რამდენიმე ოჯახის წევრი და მეგობარი დაესწრება, მათ შორის ქალბატონი სოფიაც" - თქვა მარიამმა.

რაც შეეხება თბილისურ ქორწილს, ის დღეს იმართება. ცოტა ხნის წინ თამარ ივერმა გამოაქვეყნა ფოტოები, ჯვრისწერის ცერემონიიდან. ნეფე-პატარძალი ჩოხა-ახალუხით არის წარმოდგენილი. გააგრძელეთ კითხვა