"ღმერთო, რატომ? როგორი იმედი გვქონდა, რომ გადარჩებოდი" - ტრაგედია ხობში: ავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა
ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, მათგან ერთ-ერთი კი დედა-შვილს დაეჯახა.
ბავშვიც და დედაც კლინიკაში გადაიყვანეს. მცირეწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქალის მდგომარეობა სტაბილურია.
"ჩვენი გიო. ღმერთო, რატომ? როგორი იმედი გვქონდა, რომ გადარჩებოდა. სიტყვები ზედმეტია. უფალმა ნათელში ამყოფოს ჩვენი პატარა ანგელოზი" - წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში. წყარო