"ძიძა არ გვყავს, მარტო ვცხოვრობთ, მაგრამ მშობლები მოდიან და გვეხმარებიან ხოლმე" - რას ჰყვება გიორგი კეკელიძის მეუღლე შვილსა და ახალ ცხოვრებაზე - კვირის პალიტრა

"ძიძა არ გვყავს, მარტო ვცხოვრობთ, მაგრამ მშობლები მოდიან და გვეხმარებიან ხოლმე" - რას ჰყვება გიორგი კეკელიძის მეუღლე შვილსა და ახალ ცხოვრებაზე

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ცხოვ­რე­ბა­ში ცოტა ხნის წინ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე მოხ­და - მამა გახ­და. მას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნა კეკე კე­კე­ლი­ძე შე­ე­ძი­ნა. რო­გო­რი გო­გო­ნაა პა­ტა­რა კეკე, ვინ არის მისი დე­დი­კო, რო­გორ ზრდი­ან შვილს გი­ორ­გი და მისი მე­უღ­ლე, რო­გორ შე­იც­ვა­ლა წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა კე­კეს და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, ამა­ზე მა­რი­ამ სო­სე­ლია, გი­ორ­გის მე­უღ­ლე გვე­სა­უბ­რე­ბა.

სა­ნამ შვილ­ზე და­ვი­წყებ­დით სა­უ­ბარს, ვთხო­ვე, ცოტა სა­კუ­თარ თავ­ზეც მო­ე­თხრო:

- სო­ცი­ო­ლო­გია მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ბავ­შვო­ბი­დან კინო, ტე­ლე­ვი­ზია და ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­და­ღე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და. შე­სა­ბა­მი­სად უნი­ვერ­სი­ტე­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად ცხოვ­რე­ბაც ამას და­ვუ­კავ­ში­რე, და­ვი­წყე ტე­ლე­ვი­ზი­ით და შემ­დეგ მრა­ვა­ლი წელი ვი­მუ­შა­ვე სა­რეკ­ლა­მო ინ­დუსტრი­ა­ში კო­მერ­ცი­უ­ლი ვი­დეო რგო­ლე­ბის პრო­დი­უ­სე­რად. ჩემი ბოლო სამ­სა­ხუ­რი მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლის პო­ზი­ცია იყო, მაგ­რამ რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი, პა­უ­ზა ავი­ღე. ეს ჩემ­თვის საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა აღ­მოჩ­ნდა, რად­გან 19 წლი­დან სულ ვმუ­შა­ობ, ამი­ტომ ახლა მა­ლე­ვე ვგეგ­მავ, ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი და­ვი­წყო. სულ ვი­ცო­დი და ახ­ლაც დავ­რწმუნ­დი, რომ ჩემი საქ­მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლია.

kekelidze5-32723-1753534169.jpeg

- მა­რი­ამ, გი­ლო­ცავთ გო­გო­ნას შე­ძე­ნას... რო­გორ ხართ - შეგცვა­ლათ დე­დო­ბამ?

- კარ­გად ვარ, დიდი მად­ლო­ბა. ვერ ვი­ტყვი, რომ შემ­ცვა­ლა, დე­დო­ბა­ზე იმ­დე­ნი მაქვს ნა­ფიქ­რი, რომ ყვე­ლა გრძნო­ბა თით­ქოს ბუ­ნებ­რი­ვია, ჩემ­ში იყო და უბ­რა­ლოდ ახლა იჩი­ნა თავი. იქ­ნე­ბა ეს სი­ხა­რუ­ლი თუ სტრე­სი, ახლა უფრო მძაფ­რად აღ­ვიქ­ვამ ყვე­ლა­ფერს. გარ­და შვი­ლი­სა. ვგრძნობ, რომ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მაქვს სა­კუ­თარ თავ­ზეც, რად­გან მჯე­რა, რომ შვილს პირ­ველ რიგ­ში მშობ­ლის კარ­გად ყოფ­ნა აბედ­ნი­ე­რებს.

- რა ხნი­საა უკვე კეკე?

- კეკე 2,5 თვი­საა, სა­ო­ცა­რი გრძნო­ბაა, როცა ხე­დავ შენი შვი­ლი ყო­ველ დღე რო­გორ იზ­რდე­ბა.

- გო­გო­ნას­თვის სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა გი­ორ­გის იდეა იყო და მა­შინ­ვე და­უ­ჭი­რეთ მხა­რი?

- არა, რო­დე­საც გა­ვი­გეთ სქე­სი, მე­გობ­რე­ბის ჯგუფ­ში მი­ვი­წე­რე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ქეთი მეტ­რე­ველ­მა ჩათ­ში ეს სა­ხე­ლი ჩა­აგ­დო - მა­მის გვარს უხ­დე­ბაო. გი­ორ­გის ვუ­თხა­რი და რამ­დე­ნი­მე დღე­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ძა­ლი­ან მოგ­ვწონ­და და რაც მთა­ვა­რია, წარ­მოგ­ვედ­გი­ნა ჩვენს შვილ­ზე. გააგრძელეთ კითხვა