"ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია" - : საბერძნეთი, სადაც ხანძარი მძვინვარებს, დახმარებას ითხოვს - კვირის პალიტრა

"ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია" - : საბერძნეთი, სადაც ხანძარი მძვინვარებს, დახმარებას ითხოვს

სა­ბერ­ძნეთ­ში, ქვეყ­ნის 5 ლო­კა­ცი­ა­ზე ხუთ მას­შტა­ბურ ხან­ძარს ებ­რძვი­ან, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ათე­ნი­დან ჩრდი­ლო­ე­თით სულ რა­ღაც 30 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე რე­გი­ო­ნი­დან, სა­დაც ხან­ძა­რი მძვინ­ვა­რებს, მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

კვამ­ლი და მისი სუნი ათე­ნის ცენ­ტრამ­დე აღ­წევს.

სა­ბერ­ძნეთ­მა ხან­ძრის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბა მო­ი­თხო­ვა.

სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზით, დღეს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 44 გრა­დუს ცელ­სი­უსს მი­აღ­წევს, ხოლო უკი­დუ­რე­სი სი­ცხე, სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­დევ­ნო დღე­ებ­შიც შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

"და­შა­ვე­ბუ­ლი მე­ხან­ძრე­ე­ბი გვყავს, ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­შია, ქო­ნე­ბა და­იწ­ვა და ტყის მა­სი­ვე­ბი გა­ნად­გურ­და“, - გა­ნა­ცხა­და სა­ბერ­ძნე­თის კლი­მა­ტის კრი­ზი­სი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო დაც­ვის მი­ნის­ტრმა, გი­ა­ნის კე­ფა­ლო­ი­ა­ნის­მა. წაიკითხეთ ვრცლად