ცნობილი ქართველები ულამაზესი კაბებით - ფოტოები სოფი ლორენის ვაჟის ქართული ქორწილიდან - კვირის პალიტრა

ცნობილი ქართველები ულამაზესი კაბებით - ფოტოები სოფი ლორენის ვაჟის ქართული ქორწილიდან

2025 წლის 26 ივ­ლისს, ლე­გენ­და­რუ­ლი იტა­ლი­ე­ლი კი­ნო­ვარ­სკვლა­ვის, სოფი ლო­რე­ნის უფ­როს­მა ვაჟ­მა, 56 წლის კარ­ლო პონ­ტი უმ­ცროს­მა, თა­ვის ქარ­თველ რჩე­ულს, 34 წლის მა­რი­ამ შარ­მა­ნაშ­ვილს სა­მუ­და­მო სიყ­ვა­რუ­ლი შეჰ­ფი­ცა.

ქარ­თუ­ლი ქორ­წი­ლი იტა­ლი­უ­რი ელ­ფე­რით არა მხო­ლოდ ქარ­თულ, არა­მედ მსოფ­ლიო მე­დი­ა­შიც გა­შუქ­და.

ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნია უძ­ვე­ლეს და უწ­მინ­დეს ად­გი­ლას, მცხე­თის სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის სი­ა­შია შე­ტა­ნი­ლი.

ქორ­წი­ლის გამო მო­ნას­ტე­რი 40 წუ­თით სტუმ­რე­ბის­თვის და­ი­ხუ­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქორ­წი­ლამ­დე ცოტა ხნით ადრე, კარ­ლო პონ­ტი უმ­ცროს­მა მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა მი­ი­ღო.

ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ ეს ნა­ბი­ჯი საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის გამო გა­და­იდ­გა. სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ზე საქმრო ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თულ სა­მოს­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სტი­ლის ტა­ნი­სა­მო­სით წარ­სდგა, პა­ტარ­ძალს კი თეთ­რი კაბა და გრძე­ლი ფატა ამ­შვე­ნებ­და. ნახეთ ვრცლად