"უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა და მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა"- პოლიციამ თბილისში გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა - კვირის პალიტრა

"უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა და მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა"- პოლიციამ თბილისში გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პო­ლი­ცი­ამ თბი­ლის­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვა.

რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბრალ­დე­ბულ­მა, თბი­ლის­ში, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის მი­მართ ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და და ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მას­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა, რის შემ­დე­გაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, და­ნა­შა­უ­ლი 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი, 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ხ. გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

"ინტერპრესნიუსი"