"კომუნიკაცია დაამყარა ყოფილ მეუღლესთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა" - რა განცხადებას ავრცელებს შსს ლუკა კურტანიძის დაკავებასთან დაკავშირებით? - კვირის პალიტრა

"კომუნიკაცია დაამყარა ყოფილ მეუღლესთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა" - რა განცხადებას ავრცელებს შსს ლუკა კურტანიძის დაკავებასთან დაკავშირებით?

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ვეტერან მოჭიდავე ელდარ [ლუკა] კურტანიძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წაიკითხეთ ასევე: "ეს არ არის არც პირველი, არც მეორე, არც მეხუთე და არც მეათე შემთხვევა" - რას ამბობს ლუკა კურტანიძის ყოფილი მეუღლე, ხათუნა მიქაცაძე?

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს მიერ, მის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება - კომუნიკაცია დაამყარა ყოფილ მეუღლესთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ე.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.