რა ხდება თურქეთში?! - ტყის ხანძრის მსხვერპლთა რიცხვმა, ივნისის ბოლოდან დღემდე, 17-ს მიაღწია - კვირის პალიტრა

რა ხდება თურქეთში?! - ტყის ხანძრის მსხვერპლთა რიცხვმა, ივნისის ბოლოდან დღემდე, 17-ს მიაღწია

თურქეთში ტყის ხანძრის მსხვერპლთა რიცხვმა, ივნისის ბოლოდან დღემდე, 17-ს მიაღწია.

როგორც გამოცემა „ასოშიეთედ პრესი“ წერს, დაღუპულთა შორის მეხანძრე-მაშველებიც არიან, რომლებიც ქალაქ ბურსაში ხანძრის ქრობის ოპერაციაში მონაწილეობდნენ.

ხანძრის გამო ბურსადან 3 500 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. თურქეთის გარდა ტყის ხანძრებს ებრძვიან ალბანეთსა და რუმინეთშიც.

"ინტერპრესნიუსი"