"ამ ორიდან ერთ-ერთი იქნება მერობის კანდიდატი" - მინიშნება, თუ ხუმრობა? -"ქართული ოცნების" პოსტი სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

"ამ ორიდან ერთ-ერთი იქნება მერობის კანდიდატი" - მინიშნება, თუ ხუმრობა? -"ქართული ოცნების" პოსტი სოციალურ ქსელში

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ლევან მახაშვილის მიერ მერობის კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირდით გააჩინა კითხვები იქნება თუ არა კახი კალაძე მერობის კანდიდატი მმართველი გუნდიდან.

როგორც ვიცი, მიმდინარე კვირაში ვაპირებთ თბილისის მერის კანდიდატის წარდგენას - არსებულ მერს აქვს გამოხატული ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ იყოს მერობის კანდიდატი, ზოგადი განწყობაც გუნდში გასაგებია, მაგრამ მაინც დაველოდოთ ფორმალური პროცედურების დასრულებასაც, რადგან რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერის კანდიდატურაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე დღეში საზოგადოება საბოლოოდ გაიგებს, თუ ვინ იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი.

„რა თქმა უნდა, მე წინასწარ ვერ გეტყვით კონკრეტულ თარიღს, თუმცა როგორც ვიცი, მიმდინარე კვირაში ვაპირებთ თბილისის მერი კანდიდატის წარდგენას. დავიცვათ პროცედურები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან კანდიდატის წარდგენა ფორმალურად მოხდეს. მგონი, სიურპრიზი არავისთვის არის, რომ არსებულ მერს აქვს გამოხატული ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ იყო მერობის კანდიდატი. ზოგადი განწყობაც გუნდში გასაგებია, მაგრამ მაინც სასურველია დაველოდოთ ფორმალური პროცედურების დასრულებასაც, რადგან რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს. დავუცადოთ სულ რამდენიმე დღე ამ პროცესებს და საზოგადოება საბოლოოდ გაიგებს, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი. სანამ ფორმალური პროცედურები არ არის დასრულებული, რა თქმა უნდა, არის იმის შესაძლებლობა, რომ ესა თუ ის კანდიდატი იყოს წარდგენილი, მაგრამ დღევანდელ მერს, კახა კალაძეს აქვს გამოთქმული სურვილი და ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ დავასახელოთ თბილისის მერობის კანდიდატად, ამიტომ დღეს სხვა მოლოდინი არ მაქვს, თუმცა მაინც ფორმალური პროცედურების დასრულებას დაველოდები“, - განაცხადა მახაშვილმა.

აღნიშნულ განცხადებებს მოჰყვა ოპოზიციური პარტიებიდან განცხადებები, რომ კახი კალაძე არ სურს "ქართულ ოცნებას" მერობის კანდიდატად, რომელთაც მამუკა მდინარაძემ სოციალური ქსელიდან უპასუხა:

პოლიტიკური კულტურა/ტრადიცია არსებობს, რომ [თბილისის მერობის კანდიდატის] დასახელებამდე თავი უნდა შეიკავო ბოლომდე დადასტურებისგან - კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ოფიციალურად, ფორმალურად მერობის კანდიდატებს პოლიტიკური საბჭო წარადგენს.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო - არაფრისგან ვითომპიარი რადიკალების მხარეს…“ინტერესით კვდებიან“, ვის დაასახელებს მმართველი პარტია. მხოლოდ იმის გამო, რომ ოფიციალურად, ფორმალურად მერობის კანდიდატებს პოლიტიკური საბჭო წარადგენს და პოლიტიკური კულტურა/ტრადიცია არსებობს, რომ დასახელებამდე თავი უნდა შეიკავო ბოლომდე დადასტურებისგან, ერთკვირიანი „დაბნეულობისთვის“ ქართან ფლირტი გადაწყვიტეს… არადა კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ!“ - წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატს 31 ივლისს დაასახელებს.

სულ ცოტა ხნის კი, "ქართული ოცნების" ოფიციალურ "ფეისბუქზე" პოსტი განთავსდა ფოტოზე წარწერით:

"ამ ორიდან ერთ-ერთი იქნება მერობის კანდიდატი".

merobiskandidati-1753711183.jpg