"ჩემო სულო და გულო.. ჩემო სიყვარულო ლუკა. რა ვქნათ ჩვენ" - ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ავარიას ემსხვერპლა? - კვირის პალიტრა

"ჩემო სულო და გულო.. ჩემო სიყვარულო ლუკა. რა ვქნათ ჩვენ" - ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ავარიას ემსხვერპლა?

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს. არსებული ინფორმაციით, ლუკა ხაჟომია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

“აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მასობრივი კომუნიკაციის პირველი კურსის სტუდენტის, ლუკა ხაჟომიას გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, კურსელებს და მეგობრებს”, - წერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ოფიციალურ გვერდზე.

სოციალურ ქსელში ლუკას გარდაცვალების ამბავს მოქალაქეები ეხმაურებიან:

"ჩემო სულო და გულო.. ჩემო სიყვარულო ლუკა. რა ვქნათ ჩვენ"

"ლუკა შვილო როგორ მენანები ღმერთმა ნათელში გამყოფოს"