ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს - ახალშობილი ზეწარში გახვეული მე-3 საჯარო სკოლის მიმდებარედ ნახეს - კვირის პალიტრა

ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს - ახალშობილი ზეწარში გახვეული მე-3 საჯარო სკოლის მიმდებარედ ნახეს

ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ახალშობილი ზეწარში გახვეული მე-3 საჯარო სკოლის მიმდებარედ ნახეს და ის ქუთაისშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თავის მხრივ, განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.