ძლიერი მიწისძვრა და ცუნამი რუსეთში - მომხდარის გამო იაპონიაში ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან ევაკუაცია განხორციელდა
რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 119 კმ-ის დაშორებითა და 19,3 კმ-ის სიღრმეში იყო.

კამჩატკის ნახევარკუნძულზე მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის სიმაღლემ 4 მეტრს მიაღწია.
რუსული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა სამედიცინო დაწესებულებას დახმარებისთვის მიმართა. ასევე, მიწისძვრის შედეგად საბავშვო ბაღის შენობის კედელი ჩამოინგრა, თუმცა არავინ დაშავებულა. გააგრძელეთ კითხვა