"პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის ტანდემის დელუზიური ბოდვები 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, არანაირ კავშირში არ არის 8 პარტიის გეგმებთან" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი - კვირის პალიტრა

"პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის ტანდემის დელუზიური ბოდვები 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, არანაირ კავშირში არ არის 8 პარტიის გეგმებთან" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"მეგობრებო, გაითვალისწინეთ, პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის ტანდემის დელუზიური ბოდვები 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, არანაირ, საერთოდ არანაირ კავშირში არაა 8 პარტიის გეგმებთან", - ამის შესახებ "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩვენ არ ვიცით რეჟიმი 4 ოქტომბერს დასრულდება, 27 სექტემბერს, თუ 19 დეკემბერს - ჩვენ ვიცით, რომ როცა არ უნდა დასრულდეს, უნდა დავასრულოთ და დასრულების ყველაზე მოკლე გზა მშვიდობიანია. ანუ 8 პარტია შეთანხმებულები ვართ, რომ ხალხს პატივი უნდა ვცეთ და არასწორი მოლოდინები არ შევქმნათ. ამაზე დგას ეს ერთობა - ხალხიდან წამოსულ იმპულსზე და ხალხის პატივისცემაზე და არა რომელიმე ბელადის, ან ოლიგარქის ილუზიებზე.და მერწმუნეთ, რომ არც ერთ ბელადს და ოლიგარქს აღარ შესწევს იმის ძალა, რომ ხალხიდან წამოსული იმპულსი უარყოს - ბიძინა აცოცხლებდა მათ, რაც მეტად ეჭირება ბიძინას ყულფი, მით სწრაფად ეთხრება ძირი ოპო ოლიგარქიასაც და ერთმანეთს ჩაიყოლებენ", - წერს ჩერგოლეიშვილი.