"მილიონერი ელდარ კურტანიძის შვილები სოციალურად დაუცველები არიან... აგრესიული გახდა მას შემდეგ, რაც მის შვილებს, ქონებიდან ჩემი წილი ვაჩუქე" - რას ჰყვება ხათუნა მიქაცაძე - კვირის პალიტრა

"მილიონერი ელდარ კურტანიძის შვილები სოციალურად დაუცველები არიან... აგრესიული გახდა მას შემდეგ, რაც მის შვილებს, ქონებიდან ჩემი წილი ვაჩუქე" - რას ჰყვება ხათუნა მიქაცაძე

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის, ვე­ტე­რა­ნი მო­ჭი­და­ვის ყო­ფილ­მა ცოლ­მა ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძემ გა­და­ცე­მა “რე­აქ­ცი­ა­ში“, ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ლუკა კურ­ტა­ნი­ძის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ მის­თვის ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა ვი­თა­რე­ბის ასე შე­მობ­რუ­ნე­ბა.

“სირ­ცხვი­ლი არ არის, რომ ძა­ლა­დო­ბა­ზე ისა­უბ­რო. სირ­ცხვი­ლი არის იყო მო­ძა­ლა­დე. ეს ყვე­ლამ უნდა ვი­ცო­დეთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემი ეს სი­ტყვე­ბი იქ­ნე­ბა და­სა­წყი­სი, რომ ყვე­ლა ძა­ლა­დო­ბის ქვეშ მყოფ­მა ქალ­მა დაძ­ლი­ოს შიში და ეს შიში აქ­ცი­ოს სა­კუ­თარ ძა­ლად...“ - აღ­ნიშ­ნა მი­ქა­ცა­ძემ სა­უბ­რი­სას.

მისი თქმით, მათ შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა მას შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძემ ლუკა კურ­ტა­ნი­ძის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ შვი­ლებს მისი ქო­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი აჩუ­ქა, რად­გან მათ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი არ ჰქონ­დათ.

“ვიცი, რომ მას შე­ე­ფარ­და წი­ნას­წა­რი ორ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა. ადა­მი­ა­ნუ­რად ძა­ლი­ან მი­ჭირს და ძა­ლი­ან რთუ­ლია ჩემ­თვის ამი­სი მოს­მე­ნა. წლე­ბია ვიც­ნობ­დი მის მშო­ბელ დე­დას, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ. დღემ­დე ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს მის დას­თან რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ერ­თგვა­რი და­ნა­შა­უ­ლის გან­ცდა მაქვს რომ ისი­ნი დღეს ნერ­ვი­უ­ლო­ბენ და მაქვს გან­ცდა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა ჩემს გამო. წლე­ბის წინ სწო­რედ ამი­ტომ არ ვამ­ბობ­დი არა­ფერს... გააგრძელეთ კითხვა