ფიტნეს მარაგი - ჯანსაღი საკვები პროდუქტების ნაკრები „ჩემი მარაგისგან“ - კვირის პალიტრა

ფიტნეს მარაგი - ჯანსაღი საკვები პროდუქტების ნაკრები „ჩემი მარაგისგან“

ბოლო წლების განმავლობაში, ჯანმრთელი ცხოვრების წესი სულ უფრო მეტი ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ფიზიკური აქტივობა, სწორად შერჩეული კვება და ორგანიზმის ბუნებრივი გზით გაძლიერება არაერთი ადამიანისთვის უკვე პრიორიტეტია. სწორედ, ამ ტენდენციის პასუხად, საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზია ,,ჩემი მარაგი“ მომხმარებლებს სთავაზობს ჯანსაღი საკვები პროდუქტების ნაკრებს „ფიტნეს მარაგს“, სპეციალურ ფასად 69 ლარად, ნაცვლად 99 ლარისა.

„ჩემი მარაგი“ მიზნად ისახავს, შესთავაზოს მომხმარებელს ისეთი ჯანსაღი პროდუქცია, რომელიც მორგებულია როგორც ყოველდღიური გამოყენების საჭიროებებზე, ასევე კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფებზე, მაგალითად, სპორტსმენებზე, ვეგეტარიანელებსა ან ადამიანებზე, რომლებიც სპეციალური კვების რეჟიმს მისდევენ. ფიტნეს მარაგი სწორედ ამ მიზნის გაგრძელებაა - ის ამარტივებს ჯანსაღი არჩევანის გაკეთებას და აერთიანებს 5 მნიშვნელოვან სუპერფუდს: კინოა, ჩიას თესლი, ნუშის გული, მატჩას ფხვნილი და გორჯი ბერის მარცვალი.

5 სუპერფუდი ერთ ნაკრებში:

სუპერფუდები ის პროდუქტებია, რომლებიც მდიდარია ბუნებრივი სასარგებლო საკვები ნივთიერებებით - ცილებით, უჯრედისით, ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებითა და ჯანსაღი ცხიმებით. სუპერფუდებს შეუძლიათ:

  • ენერგიის სტაბილური შენარჩუნება
  • კუნთოვანი მასის აღდგენა და შენარჩუნება
  • მეტაბოლიზმის გაძლიერება
  • იმუნური სისტემის გაძლიერება
  • ორგანიზმის გაჯანსაღება

ფიზიკური დატვირთვის დროს სუპერფუდებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ - ისინი ბუნებრივად ამარაგებენ ორგანიზმს იმ საკვები ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია როგორც ვარჯიშის ეფექტურობის გაზრდისთვის, ასევე შემდგომი აღდგენითი პროცესების გასამარტივებლად.

„ფიტნეს მარაგში“ შემავალ სუპერფუდებს უნიკალური კვებითი ღირებულებები აქვს:

კინოა

მცენარეული ცილის სრულყოფილი წყარო, რომელიც შეიცავს ყველა აუცილებელ ამინომჟავას. ასევე მდიდარია უჯრედისით, რკინითა და B ჯგუფის ვიტამინებით.

მნიშვნელოვანია ვარჯიშის პერიოდში, რადგან აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი, რაც უზრუნველყოფს ენერგიის ხანგრძლივ შენარჩუნებას და დანაყრების შეგრძნებას.

ჩიას თესლი

ომეგა-3-ის, კალციუმის, მაგნიუმისა და ანტიოქსიდანტების ბუნებრივი წყაროა.

შესანიშნავია მადის ბუნებრივად გასაკონტროლებლად, ხელს უწყობს ენერგიის შენარჩუნებას და საჭმლის მონელების გაუმჯობესებას.

ნუშის გული

შეიცავს E ვიტამინს, ჯანსაღ ცხიმებსა და მაგნიუმს.

აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ხელს უწყობს შაქრის დონის ბალანსს და დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე.

მატჩას ფხვნილი

მდიდარია ანტიოქსიდანტებით, L-თეანინითა და კოფეინით.

იდეალურია კონცენტრაციისა და გონებრივი სიფხიზლის გასაზრდელად - უზრუნველყოფს ენერგიის სტაბილურ ნაკადს სტიმულაციისა და გადაღლის გარეშე.

გოჯი ბერის მარცვალი

A და C ვიტამინებით, რკინითა და ბეტა-კაროტინით მდიდარი სუპერფუდია.

ამაგრებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ეხმარება ორგანიზმს დაღლილობის დაძლევაში.

„ფიტნეს მარაგში“ გაერთიანებული ხუთივე პროდუქტი გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირებულებით და ერთმანეთთან შერწყმისას ქმნის იდეალურ, დაბალანსებულ მიქსს. ცილებით, უჯრედისითა და მინერალებით მდიდარი ეს ნაკრები ხელს უწყობს კუნთოვანი მასის შენარჩუნებას და აღდგენას, აუმჯობესებს ფიზიკურ გამძლეობასა და გონებრივ კონცენტრაციას, ხოლო ბუნებრივი გზით აძლიერებს როგორც იმუნურ სისტემას, ისე ენერგიის დონეს.

საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზია ,,ჩემი მარაგის“ ასორტიმენტში წარმოდგენილია 500-მდე დასახელების საკვები პროდუქტი, მათ შორის: თხილეული, ჩირეული, ბურღულეული, მარცვლეული, ბაკალეა, საკონდიტრო ნაწარმი, სუნელები და სხვა. ნებისმიერი მოცულობის შეკვეთაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს უფასო მიწოდების სერვისი.

www.chemimaragi.ge

https://www.facebook.com/chemimaragi

R