"ტელეფონზე ყველა ზარს ვიწერდი, მე ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ ჩანაწერებით მომიწევდა თავის დაცვა" - რას ამბობს გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­ი? - კვირის პალიტრა

"ტელეფონზე ყველა ზარს ვიწერდი, მე ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ ჩანაწერებით მომიწევდა თავის დაცვა" - რას ამბობს გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­ი?

"მე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ვებ­ში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი. თა­ვად მან მი­თხრა, რომ "კრე­დიტ სუ­ი­სი“ აშან­ტა­ჟებ­და. მან მთხო­ვა გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა, - ამის შე­სა­ხებ მსჯავ­რდე­ბულ­მა გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას პრო­კუ­რო­რის კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

კერ­ძოდ, პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს ჰკი­თხა, თუ რა­ტომ მოს­თხო­ვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მას ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა. ბა­ჩი­აშ­ვი­ლის თქმით, მას სურ­და, რომ ეს "კრე­დიტ სუ­ის­თან" და­ვას­თან და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნა."მე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ვებ­ში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი. თა­ვად მან მი­თხრა, რომ "კრე­დიტ სუ­ი­სი" აშან­ტა­ჟებ­და. მან მთხო­ვა გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა, რად­გან მე შე­მეძ­ლო ამის გა­კე­თე­ბა.

ტე­ლე­ფონ­ზე ყვე­ლა ზარს ვი­წერ­დი და ეს ინ­ფორ­მა­ცია იცო­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, ეს იყო ჩემი და მისი დაც­ვის­თვის, მაგ­რამ მე ვერ ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ამ ჩა­ნა­წე­რე­ბით მო­მი­წევ­და თა­ვის დაც­ვა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.ასე­ვე, პრო­კუ­რო­რი გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ი­თაც და­ინ­ტე­რეს­და, კერ­ძოდ, მისი აქ­ცი­ებ­ზე სი­ა­რუ­ლით, რა­ზეც მსჯავ­რდე­ბულ­მა უპა­სუ­ხა, რომ ის მუდ­მი­ვად აფიქ­სი­რებ­და პო­ზი­ცი­ას ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"მე ყო­ველ­თვის ვა­ფიქ­სი­რებ­დი ჩემს პო­ზი­ცი­ას, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­საც და აქ­ცი­ებ­ზეც მუდ­მი­ვად დავ­დი­ო­დი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ "თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის“ ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მით­ვი­სე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო და მას 11 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი ბრა­ლად წარ­დგე­ნილ ორ ქმე­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო, რო­გორც დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მით­ვი­სე­ბა­ში, ისე უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ში.

თან­ხის მით­ვი­სე­ბის ნა­წილ­ში, მას 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა, ხოლო უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ში 11 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. ამ უკა­ნას­კნელ­მა 10-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი შთან­თქა და მას სა­ბო­ლო­ოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 11 წლით გა­ნე­სა­ზღვრა.

ცნო­ბის­თვის, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182 -3 "ბ” და 194 - 3 "გ” ნა­წი­ლე­ბით ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი, რაც დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მით­ვი­სე­ბა­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა.

"ინტერპრესნიუსი"