ახალი მიწისძვრები კამჩატკაზე და ვულკანის ამოფრქვევა-პუტინის ატომური წყალქვეშა ნავების ბაზაზე საგანგაშო სიტუაცია იქმნება...
30 ივლისს გამთენიისას რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულის სიახლოვეს მომხდარ 8,8 მაგნიტუდის მიწისძვრას დღის ბოლოსკენ აფტერშოკის სახით კიდევ 4,8-დან 6,1-მდე მაგნიტუდის 10-15 მიწისძვრა მოჰყვა, რამაც კიდევ უფრო დააშინა ადგილობრივი მოსახლეობა...
თუმცა, შიში მას შემდეგ გაძლიერდა,როდესაც კამჩატკაზე, ევრაზიაში ყველაზე მაღალი(ზღვის დონიდან 4 750 მ-ზე) კლიუჩევსკაიას ვულკანიც ამოიფრქვა...
მიწისძვრების შემდეგ, კამჩატკაზე, ევრაზიაში ყველაზე მაღალი(ზღვის დონიდან 4 750 მ-ზე) კლიუჩევსკაიას ვულკანიც ამოიფრქვა...
თითქოს მეტი რაღა უნდა დამუქრებოდა კამჩატკის ნახევარკუნძულის მაცხოვრებლებს, მაგრამ მთავარი უდიდესი საფრთხე ჯერ კიდევ შეიძლება წინ იყოს,რომელთანაც 2011 წელს იაპონური ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგურის ავარია შეიძლება მონაგონი გახდეს...
საქმე ის არის, რომ კამჩატკის ნახევარკუნძული საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული კრემლის „ჩაუძირავ ფორპოსტს“ წარმოადგენს წყნარ ოკეანეში, იაპონიისა და აშშ-ის სამხედრო ფლოტების წინააღმდეგ, რისთვისაც კამჩატკაზე,ვილიუჩინსკის დახურული ქალაქის სანაპიროზე მოწყობილია რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წყნარი ოკეანის ფლოტის მთავარი საზღვაო ბაზა... ატომური წყალქვეშა ნავებისთვის...
კამჩატკაზე ვილიუჩინსკის სამხედრო-საზღვაო ბაზის ნავსაყუდელთან მდგარი რუსული ატომური წყალქვეშა ნავების თანამგზავრული ფოტო 30 ივლისის მიწისძვრებამდე...
ამ საზღვაო ბაზის ნავსაყუდელებთან ბაზირებს რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ატომური წყალქვეშა ნავების ორი დივიზია და თუკი მე-10 დივიზიის შეიარაღებაში ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი 885М «Ясень-М»-ის პროექტის მრავალფუნქციური წყალქვეშა ნავებია, 25-ე დივიზიის არსენალში სტრატეგიული დანიშნულების 955 «Борей» პროექტის წყალქვეშა ნავები იმყოფებიან.
თითოეულ ასეთ რუსულ წყალქვეშა ნავზე ატომური რეაქტორია დამონტაჟებული, გარდა ამისა,მათ შეიარაღებაში არსებული ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო ნაწილებში დაყენებულია ბირთვული ქობინები და თუკი მიწისძვრებისა და ცუნამის შემდეგ ამ ნავმისადგომებს უზარმაზარი ტალღები დაატყდება თავს, ძალიან გაიზრდება ატომური კატასტროფის რისკიც და ბევრად უფრო საშინელ ფორმებში, ვიდრე ეს ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე მოხდა...
რუსული 955 «Борей» პროექტის ატომურ წყალქვეშა ნავს 16 ბალისტიკური რაკეტა „ბულავა“(შექმნილია ჩვენი თანამემამულის,ალექსანდრე ნადირაძის სტრატეგიული „„ტოპოლის“ ბაზაზე) მიაქვს და თითოეულ რაკეტაზე 100-150 კილოტონა სიმძლავრის(10 ჰიროსიმის ექვივალენტი) ათამდე ბირთვული ქობინი აყენია...
რუსეთის ხელისუფლება დუმს იმის თაობაზე, რაიმე პრობლემა ხომ არ შექმნა 30 ივლისის გამთენიისას და დღის მიწურულს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრებმა ვილიუჩინსკის ატომური წყალქვეშა ნავების სამხედრო-საზღაო ბაზაზე.
დასავლეთის სადაზვერვო თანამგზავრებს კი 31 ივლისის დილას ექნებათ დეტალური ფოტოები რუსული ატომური წყალქვეშა ნავების ნავმისადგომების მდგომარეობაზე კამჩატკაზე, მანამდე კი მსოფლიო ნაწილი გარინდებულია-ცალკე ცუნამის შიშით, რომელმაც შეიძლება მათ სანაპიროებამდეც მიაღწიოს და ცალკე იმით, რუსულ ატომურ წყალქვეშა ნავებს თავისი ბირთვულქობინიანი რაკეტებით, არაფერი მოუვიდეთო...