"ძალიან გთხოვთ, ბოლომდე მიმაყვანინეთ ეს ბრძოლა..." - 18 წლის იაკობ თორდიას საზოგადოების დახმარება სჭირდება
18 წლის იაკობ თორდიას საზოგადოების დახმარება ისევ სჭირდება. ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრების შეცვლაში ხალხმა დიდი წვლილი შეიტანა და მას ახლა კიდევ ერთი ეტაპი აქვს გასავლელი, კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება. ოჯახს იმედი აქვს, რომ ისევ ხალხის გვერდში დგომით მოგროვდება ამ ოპერაციისთვის საჭირო თანხები და მათი შვილი საბოლოოდ გამოჯანმრთელდება. იაკობის კარგად ყოფნა თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. შეგახსენებთ, იაკობი ავარიის დროს ძალიან დაშავდა. სამწუხაროდ, ბიჭმა ცალი თვალი დაკარგა, რამდენიმე დღე კომაში იყო და სახის ძვლები მთლიანად დამსხვრეული ჰქონდა. რამდენიმე ოპერაცია მას უკვე ჩაუტარდა, თუმცა ახლა კიდევ ერთი ოპერაცია სასწრაფოდ აქვს გასაკეთებელი, რომ ჭამა და მეტყველება ნორმალურად შეძლოს.

იაკობის დედისთვის, ნათია ჭითანავასთვის ახლა ყველაზე მთავარი მისი შვილის გამოჯანმრთელებაა. ის ამისთვის იბრძვის და ოპერაციისთვის საჭირო თანხების არქონას ძალიან განიცდის.
ნათია ჭითანავა:
– არ ვიცი, რა გავაკეთო, ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ჩემი შვილის გამოჯანმრთელებისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლო. ახლა იაკობს სასწრაფოდ სჭირდება ზედა ყბის რეკონსტრუქცია, ეს ოპერაცია ისევ თურქეთში უნდა ჩაუტარდეს და ამისთვის 5000 დოლარი გვჭირდება. სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს, დრო არ ითმენს, რადგან მერე შესაძლოა ყველაფერი წყალში ჩაგვეყაროს. ყველას ვთხოვ, ისევ დამიდგეს გვერდით, თითოეული გაღებული ლარი ათასად დაუბრუნდეთ უკან. ჯანდაცვა ვერ მეხმარება, რადგან მეუბნებიან, რომ 2025 წლის ლიმიტი ამოიწურა, 2026 წელს ალბათ ისევ დამეხმარებიან, მაგრამ დრო არ ითმენს, სექტემბერის დასაწყისში უნდა ჩატარდეს ეს ოპერაცია. იაკობი ამ ოპერაციის მოლოდინშია. საზოგადოების იმედად ვართ დარჩენილები.

– ნათია, საზოგადოებას შევახსენოთ რა დაემართა იაკობს და რა გზა გამოიარეთ აქამდე?
– 2023 წლის 3 ივლისს, ჩვენთვის საბედისწერო დღეს, იაკობი ავტოკატასტროფაში მოჰყვა და სახის ძვლების მძიმე მოტეხილობები მიიღო - 50% დამტვრეული ჰქონდა. ავარიის შედეგად, იაკობმა თვალი დაკარგა. გათიშული, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს კლინიკაში. მართლაც უმძიმესი დღეები გამოვიარეთ. ოპერაციები ჯერ ქუთაისში ჩაუტარდა. ამის შემდეგ, იაკობი გახდა ასაწყობი - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან სახეზე უამრავი დაზიანება ჰქონდა. კომატოზურ მდგომარეობაში ორი კვირა იყო. იაკობი თურქეთში წავიყვანეთ, ამ დრომდე, მას 5 ოპერაცია აქვს გაკეთებული და კიდევ სჭირდება ახალი ოპერაცია. იაკობი ძლიერად დგას და უმკლავდება ამ უდიდეს პრობლემებს. საერთოდ ვაჟკაცი ბიჭია, ყველაფერს ართმევს თავს. დაზიანებები მარტო სახეზე აქვს, სამწუხაროდ, მარცხენა თვალი დაკარგა, ბუდიანად ამოუღეს.
. კეთილი ხალხის დახმარებით მოვდივართ აქამდე, ეს ამბავი ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი ოჯახისთვის ფინანსური კუთხითაც და ისედაც. მე, როგორც დედა, საშინელ დეპრესიაში ვარ დღემდე. ისეთი დიდი თანხებია საჭირო, რომ შეუძლებელი იყო ხალხის გვერდში დგომის გარეშე მოგვეგვარებინა. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ყველას, ვინც უდიდესი წვრილი შეიტანეთ, განსაკუთრებული მადლობა თქვენ. არ ვიცი, სიტყვებს როგორ მოვუყარო თავი, ეს სიკეთე ღმერთმა ასმაგად გადაგიხადოთ ყველას, ვინც ჩემს იაკობს ასეთი მხარდაჭერა გაუწიეთ. უფალო, დიდი ხარ და ყველას დაუბრუნდება ეს გაღებული სიკეთე. მინდა საზოგადოებას ვთხოვო ისევ გვერდში დგომა. კეთილო ადამიანებო, ძალიან გთხოვთ, ბოლომდე მიმაყვანინეთ ეს ბრძოლა, რომ შევძლოთ იმ თანხების მოგროვება, რომ იაკობმა კიდევ ერთი ოპერაცია ჩაიტაროს. მადლობა წინასწარ იმ ადამიანებსაც, ვინც დაგვიდგება გვერდით. უფალმა სიკეთით დაგიბრუნოთ გაღებული თითოეული ლარი.

ისიც ვიცი, უამრავ ადამიანს ეხმარებით, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ შევძლებ, საბოლოოდ ფეხზე დავაყენო ჩემი შვილი. კეთილო ადამიანებო, გთხოვთ, ამ ბრძოლაში ისევ დამიდგეთ გვერდში. ამ შემზარავმა ავარიამ არამარტო იაკობის, მთელი ოჯახის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მინდა, თავისი სახე დაუბრუნდეს ჩემს შვილს, ეს არის ჩემი დიდი სურვილი და თხოვნა. ძალიან ძნელია მშობლისთვის, როცა ხედავ, რომ ფინანსები გადამწყვეტია და საშუალება არა გაქვს... ძალიან ძნელია ამხელა პრობლემის წინაშე, ჯერ შვილის ჯანმრთელობაზე ფიქრი, მერე ამხელა თანხებზე ფიქრი. საუკეთესო შვილების დედა ვარ, სულ ამას ვცდილობდი, რომ ღვთის მოშიშები გამეზარდა. ეს განსაცდელი იყო გაუსაძლისი, ბურუსში რომ ხარ და ვერ გამოდიხარ, ისეთი. დიდება უფალს. ძალიან გთხოვთ ყველას, თქვენი გაღებული თითოეული ლარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო მისი მდგომარეობა, უფალმა ის მეორედ მაჩუქა. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ, რომ შეძლოს ჩემმა იაკობმა ცხოვრების თავიდან დაწყება. უფალმა დაგლოცოთ ყველანი. მე მჯერა, რომ უფალი კიდევ მოახდენს სასწაულებს და ხალხის გვერდში დგომით ბოლომდე მივალთ, სრულ გამოჯანმრთელებამდე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას.
#GE52BG0000000498534478 საქართველოს ბანკი, ნათია ჭითანავა
#GE25TB7260245061100033 თიბისი, მამა, დემნა თორდია