ძალიან ცუდი ამბავი უკრაინის ფრონტიდან - რუსები ამტკიცებენ, რომ ქალაქი ჩასივ იარი აიღეს - კვირის პალიტრა

ძალიან ცუდი ამბავი უკრაინის ფრონტიდან - რუსები ამტკიცებენ, რომ ქალაქი ჩასივ იარი აიღეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თითქმის 16-თვიანი ბრძოლის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქი ჩასივ იარი დაიპყრო.

როგორც Reuters წერს, აღნიშნულის შესახებ უკრაინულ მხარეს ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.

ვებგვერდ DeepState-ის ინფორმაციით კი, რომელიც ფრონტის ხაზზე ინფორმაციას მუდმივად აახლებს, უკრაინის ძალები ქალაქის დასავლეთ ნაწილს აკონტროლებენ.

ამავდროულად, უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის ძალები ასევე ინტენსიურ ზეწოლას ახორციელებენ ქალაქ პოკროვსკზე, რომელიც ჩასივ იარიდან სამხრეთ-დასავლეთით 60 კილომეტრში მდებარეობს.

ცნობისთვის, ქალაქ ჩასივ იარში, რომელიც ამჟამად ნანგრევებად არის ქცეული, ომამდე 12 000-ზე მეტი მოსახლე ცხოვრობდა.

"ინტერპრესნიუსი"