მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა - კვირის პალიტრა

მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა

ეს მაგ­თი­კო­მის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი წინსვლაა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა.

მაგ­თი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სწრა­ფი მო­ბი­ლუ­რი ქსე­ლე­ბის რე­ი­ტინ­გში 2025 წლის ორი კვარტლის მო­ნა­ცე­მით მე-6 ად­გილ­ზე და­სა­ხელ­და.

ერთი წე­ლიც არ გა­სუ­ლა, რაც მაგ­თი­კომ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში 5G ტექ­ნო­ლო­გია და­ნერ­გა და ამით არა მხო­ლოდ ახა­ლი ციფ­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შექ­მნა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის, არა­მედ ქვე­ყა­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბაც მო­უ­ტა­ნა.

მაგ­თის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი წინსვლის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლო ისეთ მო­წი­ნა­ვე სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ქვეყ­ნებს გა­უ­ტოლ­და, რო­გო­რე­ბი­ცაა არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი, კა­ტა­რი, ვი­ეტ­ნა­მი, სინ­გა­პუ­რი და ბულ­გა­რე­თი.

დღე­ი­სათ­ვის მაგ­თის მო­ბი­ლუ­რი ქსე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და­სახ­ლე­ბუ­ლი, კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ის 99%-ს ფა­რავს.

R