რას ჰყვება ქართველი ინფლუენსერი, რომელმაც 80 კგ დაიკლო - კვირის პალიტრა

რას ჰყვება ქართველი ინფლუენსერი, რომელმაც 80 კგ დაიკლო

ინფლუენსერი იაკო ჭალაგანიძე მართლაც ბევრისთვის იქცა მოტივაციად. ბოლო წლების განმავლობაში მისი ამბავი ბევრს აძლევს სტიმულს, რომ ზემეტ წონას ებრძოლოს. მით უმეტეს, რომ იაკოს თქმით, მისი მთავარი დიეტა 18-საათიანი დიეტა იყო და რეალურად, ჭამა აკრძალული არ ჰქონია. პირველად ამის შესახებ რამდენიმე წლის წინ ნანუკას შოუში ისაუბრა:

- თავიდან139 კილოგრამს ვიწონიდი. ამ წონაზე 4 ლიტრს წყალს ვსვამდი. აქედან 1 ლიტრი გრეიპფრუტიანი იყო, რომელსაც ნელ-ნელა, ყლუპ-ყლუპობით ვიღებდი. 18-საათიანი დიეტით დავიკელი. პირველ კვებას დილის 10 საათზე ვიწყებდი. პანდემიის დროს ბაკურიანში ვიყავი, არ იყო არც რესტორანი, არც კაფე, სახლში ვიყავი და ამან ეს პროცესი ძალიან გამიადვილა. რასაც მთელი დღის განმავლობაში ჩემი ოჯახის წევრები ჭამდნენ და მე ძალიან მინდებოდა და არ შემეძლო, რომ მეჭამა, მეორე დღეს, დილის 10 საათზე ვჭამდი. თავად შევიმუშავე გრაფიკი. 4 საათზე ვცდილობდი, რომ ძალიან მცირე ულუფა მიმეღო, ძირითადად ცილები. მაგალითად, კვერცხი, ხორცი - შემწვარიც და მოხარშულიც. არ ვიზღუდავდი თავს. პური, ხაჭაპური არ მენატრებოდა იმიტომ, რომ დილის 10 საათზე ჩემს თავს ვაძლევდი უფლებას, ხაჭაპურიც მეჭამა. რა თქმა უნდა, ყოველდღე არა. არაფრის მონატრება არ მქონდა. ტკბილი რომ მინდებოდა, ჩვეულებრივ, რა შოკოლადიც იყო, იმას ვჭამდი, მაგრამ ადეკვატური ზომებით. 9 თვის მანძილზე იმდენად მოტივირებული ვიყავი, რომ უნდა დამეკლო, რომ არც ერთხელ არ მახსოვს, რომ დიეტა დამერღვია. პანდემიის დროს, წელიწად-ნახევარი ვიყავი ბაკურიანში, მეგობრები ნანახი არ მყავდა და როდესაც თბილისში ჩამოვედი, სრული შოკი ჰქონდათ. ყველას ვეუბნები, ორშაბათს ნუ დაელოდებით. სამშაბათი საღამო იყო, სავარძელში ვიჯექი და ვთქვი, რომ ხვალიდან დიეტას ვიწყებდი. ოთხშაბათ დღეს რომ დავიწყე, 3 კვირაში 9 კილო მქონდა დაკლებული.

ოპერაციები დამჭირდა…" - აღნიშნა იაკომ, რომელიც ახლა შესანიშნავად გამოიყურება, ინარჩუნებს წონას და უამრავ ადამიანს ეხმარება რჩევებით.

ერთ-ერთ ვიდეოში დაწვრილებით ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოახერხა ამ შედეგის მიღწევა:

"და, აი, დადგა ის დღე, როცა თავიდან გიყვებით, როგორ დავიკელი 80 კილოგრამი. ზუსტად 5 წლის წინ დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება. შეინახეთ ეს ვიდეო მოტივაციისთვის.

ეს ყველაფერი დაიწყო სამშაბათ დღეს, არ დავლოდებივარ ორშაბათის მოსვლას. ოთხშაბათს უკვე დავიწყე 18-საათიანი დიეტა. მაშინ არ ვიცოდი, ზუსტად რა როგორ უნდა გამეკეთებინა. 9 თვის მანძილზე შევისწავლე ჩემი ორგანიზმი და მივხვდი, რა უფრო ეფექტური იყო ჩემთვის. ახლა თქვენ ამ ყველაფერს გიზიარებთ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, ბევრს 18-საათიანი დიეტა არასწორად ესმის. მე ვიკვებებოდი 10:00 საათზე და 16:00 საათზე. თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ 11:00 საათი და 17:00 საათი, ან 12:00 საათი და 18:00 საათი. წაიკითხეთ ვრცლად