"2011 წელს, როდესაც პირველად შევხვდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს...მახსოვს ბატონი ბიძინას შეკითხვა" - რა გაიხსენა კახა კალაძემ მერობის კანდიდატად წარდგენისას (ფოტოები) - კვირის პალიტრა

"2011 წელს, როდესაც პირველად შევხვდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს...მახსოვს ბატონი ბიძინას შეკითხვა" - რა გაიხსენა კახა კალაძემ მერობის კანდიდატად წარდგენისას (ფოტოები)

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ კახა კა­ლა­ძე თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რად­გი­ნა. კახა კა­ლა­ძე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ წა­რად­გი­ნა. ღო­ნის­ძი­ე­ბა მთაწ­მინ­დის პარკში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

kobaxdze-1753999390.jpg

"ჩვენ დღეს თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად შეგ­ვეძ­ლო წარ­მოგ­ვედ­გი­ნა უბ­რა­ლოდ კარ­გი პო­ლი­ტი­კო­სი, უბ­რა­ლოდ კარ­გი მმარ­თვე­ლი ან უბ­რა­ლოდ კარ­გი პატ­რი­ო­ტი, მაგ­რამ ჩვენ დღეს წარ­მო­გიდ­გენთ ნამ­დვილ ჩემ­პი­ონს - ჩემ­პი­ონს ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი და გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით. ჩვე­ნი კან­დი­და­ტი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლე­სი რან­გის გა­მარ­ჯვე­ბე­ბი აჩუ­ქა.

ჩვე­ნი კან­დი­და­ტი არის ჩემ­პი­ო­ნი პო­ლი­ტი­კო­სი, მმარ­თვე­ლი და პატ­რი­ო­ტი, ის არის ჩემ­პი­ო­ნი მე­ო­ჯა­ხე და ჩემ­პი­ო­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლი... ამ ადა­მი­ანს მე­რად ნე­ბის­მი­ე­რი ევ­რო­პუ­ლი დე­და­ქა­ლა­ქი ინატ­რებ­და", - თქვა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ კა­ლა­ძის წარ­დგე­ნი­სას.

ღო­ნის­ძი­ე­ბას ასე­ვე ეს­წრე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

kaladzekaximerobiskandidati-1753999499.jpg

"თქვენ წი­ნა­შე ვდგა­ვარ არა მხო­ლოდ რო­გორც მე­რო­ბის კან­დი­და­ტი, არა­მედ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბოლო რვა წე­ლია თბი­ლი­სის თი­თო­ე­უ­ლი რა­ი­ო­ნის, უბ­ნის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს", - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა კახა კა­ლა­ძემ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტის წარ­დგე­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და.

kaladzeivanishvili-1753999301.jpg

მან­ვე თა­ნა­გუნ­დე­ლებს და პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და."ზე­დი­ზედ მე­სა­მედ წარვსდგე თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად - ეს უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ჩემ­თვის ეს არის კი­დევ ერთი დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვემ­სა­ხუ­რო ჩვენს ულა­მა­ზეს თბი­ლისს და თბი­ლი­სე­ლებს. გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბის­თვის, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს პო­ლი­ტი­კურ გუნდს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო პი­რა­დად ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რომ­ლის მხარ­დამ­ხარ 2011 წლი­დან ბრძო­ლა და ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა ჩემ­თვის უდი­დე­სი პა­ტი­ვია. მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩვენს მხარ­დამ­ჭე­რებს - თი­თო­ე­ულ იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც, მი­უ­ხე­და­ვად უამ­რა­ვი სირ­თუ­ლი­სა, ჩვენ, მათ შო­რის, პი­რა­დად ჩემ გვერ­დით იდგა და დგას მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ministrebi-1753999331.jpg

მინ­და, გა­ვიხ­სე­ნო 2011 წელი, რო­დე­საც პირ­ვე­ლად შევ­ხვდი ბარ­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი ეხე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს - მძი­მე პო­ლი­ტი­კურ ფონს. მახ­სოვს ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას შე­კი­თხვა - სად მო­ვი­აზ­რებ­დი პო­ლი­ტი­კა­ში სა­კუ­თარ თავს და რო­გორ ვხე­დავ­დი ჩემს მო­მა­ვალს. მა­შინ ჯერ კი­დევ ფეხ­ბურ­თით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი, არ მქონ­და არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა. ჩემი პა­სუ­ხი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იყო - მზად ვარ, ვემ­სა­ხუ­რო ჩემს ქვე­ყა­ნას, ხალ­ხს, ვიყო იქ, სა­დაც გუნდს სჭირ­დე­ბა. დღეს 14 წლის შემ­დეგ, ცხა­დია და­ვაგ­რო­ვე უდი­დე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, გა­ვი­მე­ო­რებ იმა­ვეს, მზად ვარ ვემ­სა­ხუ­რო ჩემს ქვე­ყა­ნას და ვიყო იქ, სა­დაც სჭირ­დე­ბა ჩვენს პო­ლი­ტი­კურ გუნდს“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გან­ვლი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი მიღ­წე­ვის, წარ­მა­ტე­ბის კვალ­დაკ­ვალ არ­სე­ბულ სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში თბი­ლი­სე­ლე­ბის ნდო­ბა და უკე­თე­სი მო­მავ­ლის რწმე­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო.

"2017 წლი­დან, მას შემ­დეგ, რაც დე­და­ქა­ლა­ქის მერი გავ­ხდი, ერ­თად ბევ­რი რამ შევ­ძე­ლით. ყვე­ლა დიდ წა­მო­წყე­ბას სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს, მაგ­რამ ჩვე­ნი გუნ­დუ­რო­ბით, მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბით, თბი­ლი­სე­ლე­ბის ნდო­ბით და ჩვე­ნი ქა­ლა­ქის უკე­თე­სი მო­მავ­ლის რწმე­ნით, ყვე­ლამ ერ­თად, თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში არა­ერ­თი გარ­დამ­ტე­ხი ცვლი­ლე­ბა შე­ვი­ტა­ნეთ. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ ნდო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, თი­თო­ე­უ­ლი გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი სი­ტყვის­თვის, საქ­მი­ა­ნი კრი­ტი­კის­თვის და თი­თო­ე­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის­თვის, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ, ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქი უფრო ლა­მა­ზი, მწვა­ნე, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და სი­ცო­ცხლით სავ­სე გახ­და“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

fotoebikaladziswardgenidan-1753999417.jpg

მან­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით ზუს­ტად იცის, რა პრობ­ლე­მე­ბი აქვთ თბი­ლი­სე­ლებს და რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­აჩ­ნია დე­და­ქა­ლაქს.

"დღეს თქვენ წი­ნა­შე ვდგა­ვარ არა მხო­ლოდ რო­გორც მე­რო­ბის კან­დი­და­ტი, არა­მედ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბოლო რვა წე­ლია თბი­ლი­სის თი­თო­ე­უ­ლი რა­ი­ო­ნის, თი­თო­ე­უ­ლი უბ­ნის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს, ბედ­ნი­ე­რია იმ ცვლი­ლე­ბე­ბით, რა­მაც თბი­ლი­სი აქ­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლა­ქად, იცის რა პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებს თბი­ლი­სე­ლებს და გულ­წრფე­ლად სჯე­რა, რომ თბი­ლი­სი ამო­უ­წუ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ქა­ლა­ქია“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კახა კა­ლა­ძე თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭს მე­სა­მედ იყ­რის.