უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თინა კანდელაკზე ძებნა გამოაცხადა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ძებნილად გამოაცხადა "გაზპრომ-მედიას“ გენერალური დირექტორის მოადგილე და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი. ამის შესახებ TASS იუწყება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მედიამენეჯერს "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაში“ ადანაშაულებენ.
მომხდარზე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომელმაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებას აბსურდული უწოდა. "ისინი მას 2022 წლის შემდეგ ხელახლა აცხადებენ ძებნილად. ოპერაცია "ეძებეთ ქალი“ კიევის რეჟიმის შესრულებით,“ - დაწერა ზახაროვამ. გააგრძელეთ კითხვა