"წაშალეთ საქართველოს ისტორიიდან ეს სამარცხვინო ფურცელი...ღმერთი უფრო მკაცრია ვიდრე თქვენ გგონიათ" - რას წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი?
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"გაანთავისუფლეთ მზია ამაღლობელი, წაშალეთ საქართველოს ისტორიიდან ეს სამარცხვინო ფურცელი, ჩამოხსენით ქვეყანას უსამართლობის ტვირთი,გონს მოდით, რომ არ დაგატყდეთ სამართლიანი ღმერთის რისხვა თქვენ და მთელ თქვენს შთამომავლობას, ღმერთი უფრო მკაცრია ვიდრე თქვენ გგონიათ." - წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში.