საქართველოში მიმდინარე წვრთნების დროს ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა - რა მოხდა ნორიოს პოლიგონზე?! - კვირის პალიტრა

საქართველოში მიმდინარე წვრთნების დროს ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა - რა მოხდა ნორიოს პოლიგონზე?!

ნორიოს საწვრთნელ არეალში, მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) დროს ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, სამხედროებს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ნორიოს საწვრთნელ არეალში, სწავლების მიმდინარეობის დროს ორი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, გადაბრუნდა ავტომობილი. ამ დროისთვის, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. თავის დაზღვევის მიზნით უტარდებათ კვლევები", - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

ამერიკელი სამხედროები თავდაპირველად ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს, პირველადი კვლევების ჩატარების შემდეგ ისინი "მედიქლაბში" გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"