“ბა­ტო­ნი პა­ა­ტას და „ხა­ბეს“ მი­მართ ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მის მი­უ­ხე­და­ვად, ნე­ბის­მი­ე­რი თა­რი­ღის ბოლო ვა­დად გა­მო­ცხა­დე­ბა, ბრძო­ლის და­სას­რუ­ლის თა­რი­ღის და­კი­დე­ბას ნიშ­ნავს" - კვირის პალიტრა

“ბა­ტო­ნი პა­ა­ტას და „ხა­ბეს“ მი­მართ ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მის მი­უ­ხე­და­ვად, ნე­ბის­მი­ე­რი თა­რი­ღის ბოლო ვა­დად გა­მო­ცხა­დე­ბა, ბრძო­ლის და­სას­რუ­ლის თა­რი­ღის და­კი­დე­ბას ნიშ­ნავს"

“ბა­ტო­ნი პა­ა­ტას და „ხა­ბეს“ მი­მართ ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მის მი­უ­ხე­და­ვად, ნე­ბის­მი­ე­რი თა­რი­ღის ბოლო ვა­დად გა­მო­ცხა­დე­ბა, ბრძო­ლის და­სას­რუ­ლის თა­რი­ღის და­კი­დე­ბას ნიშ­ნავს. ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად არას­წო­რი მგო­ნია, რად­გან მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ბრძო­ლა ვერ იქ­ნე­ბა ასე­თი ხან­მოკ­ლე და ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა მოგ­ვი­წევს 4 ოქ­ტომ­ბრის შემ­დე­გაც,“- ამის შე­სა­ხებ „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ლი­დე­რი, ნიკა გვა­რა­მია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და 4 ოქ­ტომ­ბერს და­გეგ­მილ „სა­ხალ­ხო შეკ­რე­ბა­სა“ და მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბით, ბრძო­ლის თა­რი­ღის და­კი­დე­ბა კი არ არის პრობ­ლე­მა, არა­მედ ბრძო­ლის დას­რუ­ლე­ბის თა­რი­ღის (თუნ­დაც გა­მარ­ჯვე­ბის თა­რი­ღის სა­ხით) გა­მო­ცხა­დე­ბა.„მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო იმ და­ვი­და­რა­ბას, რო­მე­ლიც ოქ­ტომ­ბერ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თარ­და:

უპირ­ვე­ლე­სად ვი­ტყვი, რომ ჩვენ, პარ­ტია „ახა­ლი“ უმ­თავ­რეს და უპი­რო­ბო მიზ­ნად მი­ვიჩ­ნევთ რე­ჟი­მის და­სას­რულს, რის გა­რე­შეც ვერც სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს ვხე­დავთ და ვერც სა­კუ­თარ ად­გილს - რუ­სულ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ ვიქ­ნე­ბით ვერც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი, ვერც საკ­რე­ბუ­ლოს და ვერც რა­ი­მე სხვა. ეს რომ გვდო­მო­და, პარ­ლა­მენ­ტში ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ ვი­ყა­ვით წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი და იქ ვის­ხდე­ბო­დით, მაგ­რამ მან­და­ტებ­ზე პირ­ვე­ლებ­მა ვთქვით უარი. ეს რომ გვდო­მო­და, გარ­წმუ­ნებთ, ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­შიც ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დით, მაგ­რამ მყი­სი­ე­რად და მკა­ფი­ოდ ვთქვით ამა­ზეც უარი. რაც არ­ჩევ­ნე­ბი არ არის, იმის არ­ჩევ­ნე­ბად ვერ გავ­ხდით ჩვე­ნი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ან სად უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ ჩვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი თუ კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი? სა­დაც და­ა­ტე­რო­რე­ბენ, სცე­მენ, უბ­ნე­ბი­დან გა­მოყ­რი­ან, მო­რა­ლუ­რად გა­ა­ნად­გუ­რე­ბენ? და რის­თვის? ცხა­დია, რომ ეს კი არა, უფრო მძი­მე ბრძო­ლე­ბი გა­დაგ­ვი­ტა­ნია და კი­დევ უფრო მძი­მეს გა­და­ვი­ტანთ, მაგ­რამ არა იმის­თვის, რომ ვი­ღა­ცას რა­ღაც და­ვუმ­ტკი­ცოთ და სამ­შობ­ლოს ამით არა­ფე­რი ვარ­გოთ, მე­ტიც, შე­საძ­ლოა და­ვა­ზი­ა­ნოთ კი­დეც.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა 4 ოქ­ტომ­ბერს. სრუ­ლი­ად ცხა­დია ორი რამ:

- ნე­ბის­მი­ერ დღეს, ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას და ნე­ბის­მი­ერ ვი­თა­რე­ბა­ში ვიდ­გე­ბით იქ, სა­დაც ხალ­ხია, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძვი­ან.

- ბა­ტო­ნი პა­ა­ტას და „ხა­ბეს“ მი­მართ ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მის მი­უ­ხე­და­ვად, ბუ­ნებ­რივ „დედ­ლა­ი­ნად" ამ სა­კითხს ვე­რაფ­რით ვერ მი­ვიჩ­ნევ, რა­მე­თუ „დედ­ლა­ი­ნი" ბოლო ვა­დას ნიშ­ნავს და ნე­ბის­მი­ე­რი თა­რი­ღის ბო­ლოდ ვა­დად გა­მო­ცხა­დე­ბა, ბრძო­ლის და­სას­რუ­ლის თა­რი­ღის და­კი­დე­ბას ნიშ­ნავს. ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად არას­წო­რი მგო­ნია, რად­გან მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ბრძო­ლა ვერ იქ­ნე­ბა ასე­თი ხან­მოკ­ლე და ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა მოგ­ვი­წევს 4 ოქ­ტომ­ბრის შემ­დე­გაც.

ღმერ­თმა ქნას, რომ 4-ში კი არა, ხვალ მორ­ჩეს ყვე­ლა­ფე­რი. ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი კაცი არ იქ­ნე­ბა: სამ­შობ­ლოც გა­დარ­ჩე­ბა და ჩემს ოჯახ­საც ვნა­ხავ. მეტი რაღა უნდა მინ­დო­დეს? თუმ­ცა (და აქ მეს­მის სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სიფრ­თხი­ლეც და გამ­წვა­ვე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბაც, შე­საძ­ლოა, ზედ­მე­ტად ხის­ტად გა­მო­ხა­ტუ­ლი, მაგ­რამ მე სხვი­სი სი­ხის­ტე რა ნა­მუ­სით დავ­გმო? ) ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბის­თვის მზა­ო­ბა, რისი უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა, არ უნდა შე­ირ­ყეს არც ერთი მი­ლი­მეტ­რით და არც ერთი წა­მით. ამი­ტომ, ჩვენს სი­ტყვებს და ქმე­დე­ბებს ოდ­ნავ მე­ტად უნდა გა­ვუფრ­თხი­ლეთ, ვიდ­რე სხვა ვი­თა­რე­ბა­ში. არა­ვის შე­ნიშ­ვნას არ ვაძ­ლევ, თუმ­ცა, გან­ვმე­ორ­დე­ბი, ისიც მეს­მის, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მო­ხა­ტა­ვენ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გამ­ძლე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას და მწვა­ვედ რე­ა­გი­რე­ბენ ნე­ბის­მი­ერ ფაქ­ტზე, რა­საც გამ­ძლე­ო­ბი­სა და გრძელ დის­ტან­ცი­ა­ზე შე­უდ­რეკ­ლად სვლის საფრ­თხედ ჩათ­ვლი­ან.

ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რომ დრა­მა­ტუ­ლი შეც­დო­მის უფ­ლე­ბა წარ­თმე­უ­ლი გვაქვს, ისე­ვე რო­გორც ქვე­ყა­ნა. ქვე­ყა­ნას რომ და­ვიბ­რუ­ნებთ, მე­რე­ღა შევ­ძლებთ იმის თქმას, რომ „Errare Humanum est“. ახლა უშეც­დო­მოდ უნდა ვი­ა­როთ. არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სამ­წუ­ხა­როდ მძი­მე შეც­დო­მაა. მაგ­რამ ამა­ზე უა­რე­სი შეც­დო­მე­ბის ალ­ბა­თო­ბაც ხომ არ­სე­ბობს? ცხა­დია, კი. რვი­ანს ამის უფ­ლე­ბა არ აქვს, რა­მე­თუ პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით ის შე­იძ­ლე­ბა ბოლო ბას­ტი­ო­ნი აღ­მოჩ­ნდეს, რო­მელ­საც ხალ­ხი გა­მო­ი­ყე­ნებს თა­ვი­სი პრო­ტეს­ტის ფორ­მა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის, უცხო­ეთ­ში ურ­თი­ერ­თო­ბი­სათ­ვის (ხალ­ხის სა­ხე­ლით), მოქ­მე­დე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სათ­ვის და ა.შ.

ბრძო­ლის თა­რი­ღის და­კი­დე­ბა სა­ერ­თოდ არ არის პრობ­ლე­მა, ხოლო ბრძო­ლის დას­რუ­ლე­ბის თა­რი­ღის (თუნ­დაც გა­მარ­ჯვე­ბის თა­რი­ღის სა­ხით) გა­მო­ცხა­დე­ბა სწო­რი არ მგო­ნია.

სა­ერ­თოდ არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ვცდე­ბო­დე. ეს ჩემი პირ­ვე­ლი პა­ტიმ­რო­ბა არ არის (მე­ო­თხეა) და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­გად ვის­წავ­ლე, რომ ცი­ხის საკ­ნი­დან მზა რე­ცეპ­ტე­ბის წერა არაა მა­ინც და მა­ინც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი საქ­ცი­ე­ლი. პო­ლი­ტი­კა, სხვა ბევრ რა­მეს­თან ერ­თად, კონ­ტექ­სტის შეგ­რძნე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა­ცაა, კონ­ტექსტს კი „კა­ნით შეგ­რძნე­ბა“ სჭირ­დე­ბა. ამი­ტო­მაც, სრუ­ლად ვენ­დო­ბი ჩემი პარ­ტი­ის წევ­რებს და სხვა ჩემ­თვის სან­დო პო­ლი­ტი­კო­სებს (პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი კო­ა­ლი­ცი­ი­დან) და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას სრუ­ლად ვან­დობ.

ბრძო­ლა ად­გილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეს უნდა გვახ­სოვ­დეს. პა­ტი­მარ­მა შე­იძ­ლე­ბა ურ­ჩი­ოს გა­რეთ მყო­ფებს, აზრი გა­მოთ­ქვას მის­თვის დას­მულ შე­კი­თხვა­ზე, მაგ­რამ ამის იქით წას­ვლა არ­ცთუ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი და არ­ცთუ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ამ­ბა­ვი მგო­ნია. პა­ტიმ­რის ბრძო­ლა ცი­ხის სა­კან­ში ყოფ­ნა და სიმ­ტკი­ცეა, ჩემი თვალ­თა­ხედ­ვით, რის მა­გა­ლით­საც ჩვე­ნი სინ­დი­სის პა­ტი­მა­რი ბი­ჭე­ბი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მზია ამაღ­ლო­ბე­ლი და ნინო და­თაშ­ვი­ლი გვაძ­ლე­ვენ.

და ბო­ლოს, მთა­ვა­რი ის არის, რომ სას­წორ­ზე სამ­შობ­ლოს ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნა დევს და ნე­ბის­მი­ე­რი შეც­დო­მა თუ მიღ­წე­ვა სწო­რედ ამ სას­წორ­ზე ბა­ლან­სის შეც­ვლას გა­მო­იწ­ვევს. ჯო­ბია, შე­ნიშ­ვნებ­ში ვი­ყოთ შემ­ცდ­რე­ბი (გინ­და ში­ნა­არ­სით, გინ­და ტო­ნით), ვიდ­რე სა­ყო­ველ­თაო მო­წო­ნე­ბით კმა­ყო­ფი­ლე­ბი. ბო­ლოს მა­ინც ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ! ოლი­გარ­ქია უნდა და­ემ­ხოს!”, - წერს ნიკა გვა­რა­მია.

"ინტერპრესნიუსი"