ვიზიტი, რომელსაც მთელი მსოფლიო სულგანაბული ელოდება - რა მოხდება 6 ან 7 აგვისტოს?! - კვირის პალიტრა

ვიზიტი, რომელსაც მთელი მსოფლიო სულგანაბული ელოდება - რა მოხდება 6 ან 7 აგვისტოს?!

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში მიმდინარე კვირაში ჩავა. მისივე თქმით, უიტკოფი რუსეთს 10-დღიანი ვადის ამოწურვამდე ესტუმრება, რომელიც თეთრი სახლის ლიდერმა რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად მისცა.

როგორც დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განაცხადა, ვიზიტი 6 ან 7 აგვისტოს გაიმართება.

14 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ მეორედ 100%-იან ტარიფს დააწესებს, თუ 2 სექტემბრამდე უკრაინაში მშვიდობის შესახებ შეთანხმება არ მიიღწევა.

მოგვიანებით ტრამპმა ეს ვადა 10 დღემდე შეამცირა.

"ინტერპრესნიუსი"