"ჩემი ოჯახის, ჩემი ბავშვობის კიდევ ერთი ოქროს ფურცელი..." - რას წერს თაკო ჩარკვიანი? - კვირის პალიტრა

"ჩემი ოჯახის, ჩემი ბავშვობის კიდევ ერთი ოქროს ფურცელი..." - რას წერს თაკო ჩარკვიანი?

თაკო ჩარკვიანი ელდარ შენგელაიას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

"ჩემი ოჯახის, ჩემი ბავშვობის კიდევ ერთი ოქროს ფურცელი, ჯანუკის მეგობარი, ელდარ შენგელაია წავიდა.

ელდარინო - ასე ეძახდა ჯანსუღი მოფერებით.

"იტალიელებს ხომ ჰყავთ პაზოლინი, ფელინი, ჰოდა, შენ ხარ ელდარინოო", - ეხუმრებოდა ჯანუკი.

მართლაც, ამ ეპოქის გენიალური რეჟისორი ელდარ შენგელაია წავიდა - გარდაიცვალა.

მიყვარხარ და ჯანუკივით მომენატრები.

ჯანსუღი როგორც იტყოდა:

"მშვიდობით არა, ნახვამდის,

გიმზერ მზის სხივით მოფენილს,

რა შორი გზაა სახლამდის,

წამია წუთისოფელი".